ლონდონის საექსპერტო ბიურომ დაასკვნა, რომ ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია - ზაზა ხატიაშვილი
პოლიტიკა - 20:34, 01 Oct, 2018     4258
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ლონდონის ერთ-ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ სატელევიზიო ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია.


„ერთი კვირის წინ, როგორც ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა, გავმართე ბრიფინგი და გავაკეთე განცხადება, რომ ტელეკომპანიების „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტები ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს იყო მონტაჟი.აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მივმართე ლონდონის ყველაზე ცნობილ საექსპერტო ბიუროს. ექსპერტიზა ჩაატარა ბატონმა ბეიკერმა, რომელიც არის საკმაოდ ცნობილი ექსპერტი. დღეს მივიღე მართლაც შოკისმომგვრელი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია – „ჩემი პროფესიული დასკვნით, სამივე ჩანაწერზე, ამ სფეროში მოღვაწე სტანდარტული შემოწმებისა და გამოკვლევის ჩატარებით, აღმოვაჩინე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული. ჩემი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ სამივე ჩანაწერი იძლევა ძალიან მყარ საფუძველს, რომ აუდიოჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა“-ამბობს ბეიკერი.

ჩვენ გავაგზავნეთ სამი ფაილი, სადაც ფიგურირებდა ვანო ჩხარტიშვილი. პირდაპირ სურათები გამოაგზავნა ბეიკერმა, სადაც აღნიშნულია სად ხდება მონტაჟი. მესამე ჩანაწერზე ფიქსირდება სკანდალური ფაქტი – ორწუთიან და ექვსწამიან მონაკვეთში დაფიქსირებულია ექვსი მონტაჟი და შვიდი სხვადასხვა საუბრის გაერთიანება. ეს არის ჩემი აზრით უპრეცენდენტო სიბინძურე, რომელსაც ქართულ მედიაში ანალოგი არ ჰქონია. ეს რომ მე სამხარაულში შემეკვეთა, ვიტყოდი, გარკვეულწილად სამხარაულმა გასცა არასწორი დასკვნა, მაგრამ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტიზის ბიურო. მინდა მოგმართოთ ორ ტელეკომპანიას, რომელთა მაყურებელი მეც გახლავართ, „იბერიას“ და „რუსთავი 2“-ს, ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ თქვენ უნდა მოუხადოთ ბოდიში ვანო ჩხარტიშვილს, რომ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა მის პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას“,- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42