„ათი ივანიშვილიც რომ იყოს, თუ ხალხი იტყვის არას, დამთავრდა ის ხელისუფლება" - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 19:45, 01 Oct, 2018     743
"ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებთან შეხვედრას განაგრძობს.


დავით ბაქრაძის განცხადებით ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია და დროა ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი არჩევნების გზით.

„რამდენად აუცილებელია რომ ვიბრძოლოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბოლო დღეების პროცესებმა. რამდენად აზრიანია ჩვენი ბრძოლა, რამდენად აუცილებელია, რომ ვიბრძოლოთ უკეთესი საქართველოს და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბოლო დღეების პროცესებმა, როდესაც ყველამ ერთად ვნახეთ რა ხდება დღეს ხელისუფლებაში, სადამდე მივიდა დღევანდელი ხელისუფლება. ვნახეთ კორუფცია, რომელიც მოდებულია მთელს სახელმწიფო აპარატში, ყველაზე მაღალ დონეებში. ვნახეთ თანხის გამოძალვა და სახელმწიფო რეკეტი, ვნახეთ თუ რა ხდება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ამ ყველაფრის შემხედვარეს არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ გაგიმტკიცდეს რწმენა, რომ საქართველოს ნამდვილად სჭირდება ცვლილებები. საქართველოს სჭირდება უკეთესი ხელისუფლება, საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა შევცვალოთ დღევანდელი ხელისუფლება... ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში შევცვალოთ ხელისულება მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ისე რომ ქვეყანაში არასოდეს აღარ დაბრუნდეს შურისძიების რევანშის ანგარიშსწორების ტალღა,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე საზოგადოების იმ ნაწილის დამოკიდებულებასაც გამოეხმაურა, რომლებიც თვლიან რომ მაინც არაფერი შეიცვლება. ბაქრაძის თქმით საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი იყო ედუარდ შევარდნაძე თუმცა მაშინ როცა ხალხმა თქვა არა, ის წავიდა. „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით არჩევნებზე მისვლა არის უმნიშვნელოვანესი.

„ათი ივანიშვილიც, რომ იყოს თუ ხალხი იტყვის არას დამთავრდა ის ხელისუფლება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42