"ძალა ერთობაშია" "ქართული ოცნებას" მაფიოზურ-კრიმინალური რეჟიმს უწოდებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:38, 01 Oct, 2018     1451
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" "ქართული ოცნების" მმაღტველობის 6 წლისთავზხე ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას საგანგებო განცხადებით ეხმაურება, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო თანამემამულენო,

დღეს, 2018 წლის პირველ ოქტომბერს, ხელისუფებაში ქართული ოცნების მოსვლიდან ზუსტად ექვსი წლის თავზე, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება საბოლოო კონტურებს იძენს. ნაცვლად იმ ცრუ დაპირებებისა, რომლითაც ნიღბავდნენ საკუთარ რეალურ სახეს, ჩვენ მივიღეთ მაფიოზურ-კრიმინალური რეჟიმი. გუშინ რუსთავი 2-ის აქცენტებში გამოვლენილი შემზარავმა ფაქტები, განსაკუთრებით კი დღეს დილით ამ ფაქტებზე ქართული ოცნების ხელმძღვანელობის გამაოგნებელი და უტიფარი რეაგირება ტრაგიკული რეალობის წინაშე გვაყენებს - ქვეყანაში გამეფებულია აწ უკვე ნიღაბჩამოხსნილი, მაფიოზურ-კორუფციული მმართველობა.

საქართველოს მოქალაქეთა თაობების მიერ ნაშენები სახელმწიფოებრიობა დამღუპველი საფრთხის წინაშე იმყოფება. სახელმწიფო სტრუქტურებს, სახელმწიფო აპარატს, ყველა სახელისუფლები შტოს კრიმინალები დაეპატრონენ.

შექმნილ ვითარებაში პრინციპულად მნიშვნელოვანია მიეცეს ვითარებას მკაფიო პოლიტიკური შეფასება და დაისახოს ქმედითი კონკრეტული მოქმედებების გეგმა. პოლიტიკური პროცესი პრაქტიკულად გადასულია უმწვავეს და ტრაგიკულ დაპირისპირებაში მაფიასა და ხალხს შორის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ დაპირისპირების შედეგებზე დამოკიდებულია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალი.

გვინდა დაგარწმუნოთ რომ გაერთიანებულ ოპოზიციას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს სრულად და ღრმად აქვთ გააზრებული საქართველოსათვის ამ გადამწყვეტი მომენტის მნიშვნელობა.

მეგობრებო,

ქართული ოცნების მაფიოზურ-კრიმინალური რეჟიმის გაშიშვლება დაემთხვა დროში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების უმნიშვნელოვანეს პროცესს. ამდენად ჩვენი, მთელი ოპოზიციის, უფრო სწორად, მთელი ქართული საზოგადოების, მთელი ჩვენი ხალხის ამოცანაა სწორედ ამ პროცესის გამოყენებით ქვეყნისათვის სასიკეთოდ დავასრულოთ ის უმძიმესი გამოცდა/განსაცდელი რომლის წინაშეც განგებამ დაგვაყენა.

აღარავის ეპარება ეჭვი იმაში რომ ამ არჩევნებმა უკვე სულ სხვა შინაარსი შეიძინა. 28 ოქტომბერს არჩევნებზე არმისვლა პრაქტიკულად ნიშნავს ჩვენი სამშობლოს კრიმინალებისათვის საჯიჯგნად მიგდებას. ამავე დროს ჩნდება რეალური შანსი დავასრულოთ დანაშულებრივი რეჟიმი და გავუხსნათ ქვეყანას გზა განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ.

დებო და ძმებო,

ყველას მოგიწოდებთ პარტიული ან სხვა რაიმე სახის კუთვნილების მიუხედავად, კანონით დაშვებული ფორმებით აქტიური წინააღმდეგობა გავუწიოთ ხელისუფლებაში გამეფებულ კრიმინალურ ბანდას და არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის განადგურების საშუალება!"- ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42