არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია - 13 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია "ომეგას" სკანდალზე
პოლიტიკა - 18:09, 01 Oct, 2018     1264
13 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება:
"ვეხმაურებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებსა და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება, ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად, საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს.
ბოლო წლებში არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მმართველობის ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების პარალელური არსებობა, ძირს უთხრის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სისტემას, შინაარს აცლის ფორმალური ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობას და იწვევს პოლიტიკური სისტემის მიმართ მოქალაქეების გაუცხოებას.
წარსულში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების აღმოფხვრისა და „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ, ვერ აჩვენა ამ პრობლემების გადაჭრის და არსებითად განსხვავებული, უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება.
დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისზე მიუთითებს:
  • კლანური მმართველობა სასამართლოში, რის შედეგადაც სასამართლო ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის დაცვას და ხშირ შემთხვევაში, მმართველი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება;
  • სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება, რაც შეუძლებელს ხდის მმართველი ჯგუფის წევრების ან მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების, მათ შორის, კორუფციული დანაშაულების, მიუკერძოებელ გამოძიებას;
  • პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე და საპარლამენტო პროცესის უბრალო ფორმალობად ქცევა;
  • ვიწრო ჯგუფის მიერ საჯარო რესურსების მითვისება მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.
სამწუხაროდ, მმართველი ჯგუფის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა და დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა, რომ, კრიზისიდან გამოსავლის და ზემოჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, პარტია ცდილობს, აიცილოს პასუხისმგებლობა და არ აპირებს, რეაგირება მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე.
ამ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ უყურადღებოდ არ დატოვოს ზემოჩამოთვლილი პრობლემები და მოითხოვოს ადეკვატური პასუხი და რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.
შექმნილი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ:
  • სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ კონსტიტუციური ვალდებულებების და საჯარო ინტერესების შესაბამისად. ამასთან, არ დაემორჩილონ გარედან მომავალ შესაძლო უკანონო მითითებებს;
  • მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა, ასევე ბიზნესმენებმა, ვისაც შესაძლოა ჰქონდეთ ინფორმაცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის შესახებ, ღიად განაცხადონ ამის შესახებ;
  • საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში"- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასაქართველოს დემოკრატიული ინიციატივაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისაქართველოს რეფორმების ასოციაციაკვლევითი ჟურნალისტიკსა და ადვოკატირების ცენტრიკონსტიტუციის 42-ე მუხლიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიღია საზოგადოების ფონდიმწვანე ალტერნატივასაქართველოს ატლანტიკური საბჭოპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42