მორიგი სკანდალური ჩანაწერი - როგორ აჩქარებდნენ გახარია და ფარცხალაძე "თიბისი ბანკიდან" მილიონების გატანას
პოლიტიკა - 18:01, 01 Oct, 2018     4689
რუსთავი 2 მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ აუდიოჩანაწერში დასტურდება, რომ "თიბისი ბანკიდან" 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.


აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, "ომეგა 2-ის" დირექტორი, გიორგი ქურდაძე და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი.

ჩანაწერის თანახმად, გიორგი ქურდაძე ლევან ყიფიანისგან იგებს ინფორმაციას, რომ ფულთან დაკავშირებით გიორგი გახარიამაც დაურეკა „თიბისი ბანკის“ დირექტორს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს, რომელსაც ჩანაწერის მიხედვით, გახარიას გარდა, სხვა პირებიც ეკონტაქტებოდნენ.

„გიორგი ქურდაძე: გიორგიმაც ხომ დაურეკა მაშინ?

ლევან ყიფიანი: კი გიორგის რო უთხარი მერე ოთარისაც უთხარი და მაგან გამოიწვია ჩემი გასაკეთებელი თუ იყო ეს საქმეო.

გიორგი ქურდაძე: საბოლოოდ მაინც დაგიმტკიცა.

ლევან ყიფიანი: კი, კი დაურეკა და გადაწყვიტა ეს საქმე.

გიორგი ქურდაძე: გახარიამ არაფერი არ ქნა?

გიორგი ქურდაძე: გიორგის ამბავმა არ გაჭრა და იმიტომ დააჩქარე შენ ლევან თუ რა იყო?ლევან ყიფიანი: გიორგიმ ცალკე დარეკა ამან ცალკე დარეკა და გაგიჟდა ეს ბუცხრიკიძე რო ყველა მხრიდან ცალკე ის ურეკავდა ცალკე ეს ურეკავდა.

ლევან ყიფიანი: ხო რო დაჩქარებულიყო რა.

გიორგი ქურდაძე: იმიტომ მახსოვს თავიდან და მერე არ კეთდებოდა ასე ვთქვათ ცოტა ხანიცო.

ლევან ყიფიანი: რო დაჩქარებულიყო იმიტო იმას ვქენი.

გიორგი ქურდაძე: გამოდის რო ამ კაცს ეხლა აქვს რაღაც გარკვეული მომენტები.

ლევან ყიფიანი: გავლენა აქვს, როგორ არ აქვს.

გიორგი ქურდაძე: ოთარის შემთხვევაში.

ლევან ყიფიანი: მარა ეს არის დროებითი მოვლენა, ამიტომ ამან თვითონ იცის, მე უნდა გავიქცეო როგორ გავწირო ჩემი ძმა და ისაო ამიტომ ეხლა არ უნდა გაგიკვირდესო მე ეხლა ისე... ეს რა არისო ისეთ რაღაცეებში ვარ ჩარეულიო ნეტა არ ვიცოდეო ამ ამბავს მე საფლავში წავიღებდი რა. ნუ ეს მომენტია დღეს როგორც წინა ხელისუფლებას ყავდა ამხევები მომავალ ხელისუფლებასაც ეყოლება ეგეთი ხალხი დროებით რო გადაწყვიტოს რაღაც პრობლემები. ამ ხალხმა კაი ურთიერთობის დაჭერა ჯობია თუ ავიღოთ იარაღი და აბრაგად უნდა გავიდეთ რა.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42