“ზურაბიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არასტაბილურია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი” - ხუხაშვილი
პოლიტიკა - 17:13, 01 Oct, 2018     3426

სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ორი მთავარი კონკურენტის დებატებში გამოწვევა შეცდომაა, ხოლო გამოწვევის ასეთი ფორმა იმაზე მიანიშნებს, რომ ზურაბიშვილს ნერვებმა უმტყუნა, – აცხადებს „რეზონანსთან“ საუბარში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არასტაბილურია და „ნაციონალ“ გრიგოლ ვაშაძესა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ დავით ბაქრაძესთან დებატებისას ამომრჩეველი მისგან კიდევ რამდენიმე „მაგრალიტს“ მოისმენს, რომლის გამოც შემდგომში გააშარჟებენ.

„როგორც ჩანს, ის სტაბილურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ არის. მას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერით პირდაპირ შეგრიალდებოდა პრეზიდენტის სასახლეში, მაგრამ ახლა საკმაოდ აგრესიულად უტევენ მას, ხშირ შემთხვევაში წითელ ხაზებსაც კი კვეთენ და მას ნერვებმა უმტყუნა, რაც ჩემთვის აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო.

„ეს ადამიანი შინაგანად საკმაოდ არასტაბილურია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ასე რომ, ეს მისი მხრიდან იყო შეცდომა, მაგრამ, როგორც ჩანს, თვლის, რომ სხვა გზა არ აქვს.

„როგორც ჩანს, ის ძალიან შეშფოთებულია, ხვდება, რომ საქმე რაღაც კარგად ვერ მისდის და შეგნებულად მიდის გამწვავებაზე, რომ სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს.

„მე ვფიქრობ, რომ ამ სამი ადამიანიდან, თუ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვლაპარაკობთ, არც ერთი არ ვარგა და არც ამომრჩეველს არ უნდა არც ერთი. რაც შეეხება ლაპარაკის მანერას, ვფიქრობ, რომ არც ერთს არ ეშლება ლაპარაკი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე ისეთ მარგალიტს ისვრის, რაზეც წამოიკიდებენ და შემდეგ ამის გაშარჟების პროცესებსაც ვიხილავთ,” – ამბობს ხუხაშვილი.

“რეზონანსი”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42