„არ სჯერა არავის, ეგრეთ წოდებული „ქართული ოცნების“ და მისი პარტაიგენოსების მტკიცების, რომ ეს ჩანაწერები იყოს გაყალბებული. კატეგორიულად მოვითხოვთ, თუ თქვენ ამას ანტკიცებთ, პრობლემა არ არის, მოგეხმარებით და შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიუროში ჩავატაროთ ექსპერტიზა, მაგრამ მაგისთვის ყველა ფიგურანტი მობრძანდეს და შესაბამისად ჩააბაროს თავისი ხმის ნიმუშები და 48 საათში გაჩვენებთ, რომ ყველა ჩანაწერი რეალურია და საქართველოში აუპატიურებენ ბიზნესს, საქართველოში ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, საქართველოში დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ქვეყანა ფაქტიურად იმართება მაფიოზური კლანით, რომელმაც პოლიტიკური პოლიცია შექმნა იმისათვის, რომ გააყალბოს არჩევნები და გაიგრძელოს საქართველოს სათავეში ყოფნა, რასაც არც ჩვენი ხალხი, არც ჩვენი საზოგადოება და არც გაერთიანებული ოპოზიცია არ დაუშვებს.
მასალის გამოყენების პირობები






