კანონპროექტის სულისკვეთება პოლიტიკური ანგარიშსწორებითაა ნაკარნახევი და არასწორია - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 15:44, 01 Oct, 2018     748
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ საკუთარი შენიშვნები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გააცნო და აღნიშნა, რომ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა ეხსნება, უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის უსაფრთხოების გარანტიების სისტემის შერყევაა.



ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტების, თუ არა მოშლისაკენ, რაც დაუშვებელია.

"ნათელია, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება რომ არის ეს კონკრეტულად მოქმედ პრეზიდენტზე, მაგრამ ასევე დრო, როდის შემოვიდა ეს კანონპროექტი აჩვენებს იმას, რომ ეს არის მესიჯი, რომლითაც უნდა გაფრთხილდეს ყველა შემდგომი პრეზიდენტი, რომ იყოს "ჭკვიანად" და ხასიათი არ გამოავლინოს. ამიტომ, ის არგუმენტები, რომლებიც თქვენგან მოვისმინეთ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერაფერს ასაბუთებს, მათ შორის, ვერ ასაბუთებს ამ ცვლილების გონივრულობას, მიზანშეწონილობას და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივ ხასიათს. კანონპროექტის სულისკვეთება არასწორი და პოლიტიკური ანგარიშსწორებითაა ნაკარნახევი“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელიც თავის სიცოცხლეს დებს სასწორზე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ბუნებრივია იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვას. "ველოდი, რომ თავდაცვის კომიტეტზე იქნებოდა მეტი აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ პრეზიდენტი არ არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური. პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, ეს სტატუსი კონსტიტუციური თვალსაზრისითაც სრულიად განსაკუთრებულია.

დაცვა ნამდვილად ტვირთია, განსაკუთრებით ისეთი პირადი თვისებების მქონე ადამიანისთვის, როგორიც მოქმედი პრეზიდენტია და მას, რომ ვკითხოთ ალბათ საერთოდ იტყოდა უარს დაცვაზე, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს მეთაურზე, ჩვენ ალბათ სწორად უნდა გავიზიაროთ ეს. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც კომიტეტზე მოვისმინეთ არის ის, რომ კრიმინოგენული სიტუაცია გაუმჯობესდა და ამიტომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, მაგრამ არ ასაბუთებთ კარგად. თუ, პირობითად, ქუჩაში მომხდარი დანაშაულის სტატისტიკა მცირდება, პრეზიდენტის უსაფრთხოების კონტექსტიც შეცვლილია?", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42