„ყიფიანი მეუბნება, სახეზე არავის შეხედო, ჩადე ფული მანქანაშიო ... ვიფიქრე, იქნებ გავიქცე, წავიღო ეს ფული ფირმაში, მაგრამ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი“ - ალექსანდრე ხაჩიძე სკანდალურ 4 მილიონზე
პოლიტიკა - 15:55, 01 Oct, 2018     1352

„ომეგა ჯგუფის“ მიერ ივანიშვილისთვის ჩარიცხული 4 მილიონი TBC ბანკიდან ალექსანდრე ხაჩიშვილმა და ლევან ყიფიანმა გაიტანეს. ალექსანდრე ხაჩიშვილი თანხის გადაცემის დეტალებს იხსენებს.

ხაჩიშვილი არის პირი, რომლის სახელზეც ერთი დღის გახსნილი კომპანია დარეგისტრირდა, სწორედ ის ჩანს ლევან ყიფიანთან ერთად ფოტოებში, რომელიც "კურიერმა" გაავრცელა:

„წავედით ბანკში და მივედით ოპერატორთან ვიკითხეთ რომ ჩვენ ანგარიშზე ფული უნდა დაჯდეს. კი ბატონო დამჯდარია ფული თქვენ ანგარიშზე მაგრამ ამ ფულის ვერ გაიტანთო. იმიტომ რომ შესაბამისი დოკუმენტი არ გაქვთო. იქ არის ყიფიანიც, ყიფიანი ნერვიულობს, ბორგავს, რეკავს, ჩვენ ვუთხარით რომ სამსახური მიტოვებული გვაქვს, ტყუილად ვართ. ამ ფულს ჩვენ ვერ ავიღებთ, უნდა წავიდეთ. ყიფიანი მეუბნება, რომ დაიცადეთ ცოტა ხანი. დაახლოებით 7 -ის ნახევარზე მოდის ბუცხრიკიძე და მოდის ხაზარაძე. ადიან მაღლა, ამის მერე ჩამოდიან ლევან ყიფიანთან ერთად და გვეუბნებიან, რომ ფული გაიცემა. მაგ დროს ჩამოჰყვება ვიღაც ქალბატონი თუ არ ვცდები ნუნუ, მივდივართ სალაროსთან. მარჯვენა მხრიდან მივდივართ სალაროსთან, ვიღებთ ფულს. გვილაგებენ ჩანთაში და გამომაქვს ფული, კარი დაკეტილია. ამ დროს კართან წამომეწია ყიფიანი და მეუბნება კართან რომ გახვალ არავის არ შეხედო ჩადე მანქანაში ფული. იმ წუთში მივხვდი რაც ხდებოდა. არავის არ შეხედო სახეზეო ჩადე ფული მანქანაში და გამობრუნდი უკანო. როგორც კი გამოვედი გარეთ დავინახე რომ პერიმეტრი კონტროლდება. რამდენიმე ცოტა საეჭვო ადამიანი დავინახე. მანქანიდან გადმოსულია ერთი ბრგე მამაკაცი ჩასხმული. კარი ღია აქვს, ჯიპიდან და იქ უნდა ჩავდო ფული ვიცი, დავინახე რომ შეიარაღებუულები იყვნენ. სავარძელზე ავტომატი იდო, მოკლე ავტომატი, ვიფიქრე იქნებ გავიქცე წავიღო ეს ფული ფირმაში, მაგრამ მე რომ ეს ფული წამეღო ფირმაში, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. ჩემს ადგილზე სველი ადგილი თუ დარჩებოდა,“-განაცხადა ალექსანდრე ხაჩიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42