„კურიერის“ ცნობით, ბინის მფლობელს კომპანიის სახელი არ ახსოვს, თუმცა კარგად ახსოვს, რომ მოლაპარაკებებზე კომპანიის დირექტორი დადიოდა და არა - მფლობელი.
„ორგანიზაცია იყო, ბიზნესს აწარმოებდნენ, დაზუსტებით არ მახსოვს სახელი რა ერქვა. ბიზნეს ჯგუფი იყო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით რაღაცებს აკეთებდნენ. ოთარი მე არ მინახავს არასდროს. იქ იყვნენ მისი წარმომადგენლები, ალბათ, რა ფორმით, რა ურთიერთობა ჰქონდა და რა ფორმის იყო ეს თანამშრომლობა მათი, მე ეს არ ვიცი. ჩემთან იყო ოფიციალური დირექტორი, ვინც იყო ამ ფირმის დირექტორი, ვისთანაც მე თანხაზე და ყველაფერზე ვსაუბრობდი,“ - განაცხადა ბინის მეპატრონემ.
საცხოვრებელი სახლის მეზობლები აცხადებენ, რომ ამ ბინაში კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ პირები, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. მეზობლები ვარაუდობდნენ, რომ ისინი თათბირისთვის იკრიბებოდნენ.
მეზობლების ინფორმაციით, ეს პირები შავი ჯიპებით მოდიოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






