„მე არავის ვუჭერ მხარს, მაგრამ დააკვირდით , ბიძინას და მის გუნდს, რა არჩევანი აქვთ გაკეთებული. ხალხს აშინებენ - ბუა მოდის „ნაციონალების“ სახითო, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დააყენეს ზუსტად იმიტომ, რომ დათო ბაქრაძეს გაამარჯვებინონ... თუ ბაქრაძე მოვა, მაშინ მოხდება რევოლუცუია, ხალხი თავის ოცნებიან-ქოცებიანად დაამხობს თავზე ყველაფერს. თუ არადა, პირადად მე „ნაციონალებთან“ ისე შეხმატკბილებით ვიცხოვრებ, როგორც დაგიბარებიათ. მეტი არ მინდა, ვინმემ რამე მითხრას. თუ მიხვდნენ, რომ ვაშაძე იმარჯვებს, მეორე ტურამდე მიაღწევინებენ და ბაქრაძეს გაამარჯვებინებენ. სწორედ ესეთი გაყალბება მიიყვანს რევოლუციამდე. ყოველ შემთხვევაში ეხლა ჯოკერი არის „ნაციონალების“ ხელში, როგორ მოიხმარენ, მაგაზეა საქმე, უნდათ მოჯოკრავენ და უნდა ამოდებენ. ამ თამაშებით „ოცნებამ“ თვითონ დაკარგა ყველაზე დიდი რამ - ხალხის ნდობა და იცით, ხალხის ნდობის დაკარგვა რას ნიშნავს? არავინ არ მივა არჩევნებზე, სამაგიეროდ „ნაციონალების“ მომხრეები, ყველა უკლებლივ მივა.“- აცხადებს გია კორკოტატაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






