„საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში პირველი განახლებადი და მდგრადი ენერგიის მაღალტექნოლოგიური საწარმოს მშენებლობაში ჩაერთვება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:28, 01 Oct, 2018     1672

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ აშშ-ში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, საქართველოში პირველი განახლებადი და მდგრადი ენერგიის მაღალტექნოლოგიური საწარმოების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ურთიერთგაგების მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდს“, Phi4 Technology Sl -სა და Silk Tech Group-ს შორის გაფორმდა. ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, „მწვანე ეკონომიკის“ ერთიანი კონცეფციით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, საქართველში ალტერნატიული ენერგიის მაღალტექნოლოგიური ქარხანა აშენდება.

„მემორანდუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდი“ ერთვება აღნიშნულ პროექტში და ჩვენი საინვესტიციო მანდატის შესაბამისად, გამოხატავს მზადყოფნას უცხოელ პარტნიორებთან ერთად, დავაფინანსოთ საქართველოში პირველი განახლებადი და მდგრადი ენერგიის მაღალტექნოლოგიური საწარმოების მშენებლობა,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში პირველად, გრაფენის ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების საწარმოები, ობიექტები და საოპერაციო ცენტრები აშენდება, რომლებიც განახლებადი და მდგრადი ენერგიის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში განახლებადი და სუფთა ენერგიის წყაროებისა და გარემოსადმი მეგობრული პროექტების განხორციელებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42