„ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ქურდულ-ოლიგარქული კლანი... „ძალა ერთობაშია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 13:25, 01 Oct, 2018     1494

„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ გამოეხმაურა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელმა, გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ძალა ერთობაშია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის:

„დღეს 2018 წლის 1-ლი ოქტომბერია, 2012-ში ხელისუფლების ცვლილებიდა, 6 წლისთავზე, ჩვენ დავდექით უკიდურესად მძიმე სურათის წინაშე, მძიმე სურათის წინაშე, სადაც ერთადერთი საფიქრალი გვაქვს, რომ საქართველო გადასარჩენია, ქვეყანა გადასარჩენია, ჩვენ დღეს, გუშინ, ამ დღეებში, დავინახეთ, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ქურდულ-ოლიგარქული კლანი, ადამიანების კასტა, რომელსაც არაფერში არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან.

ეს არის უკიდურესად მძიმე სურათი, რაც ჩვენ დღეს დილით ვიხილეთ, სრული თავისი გამოხატულებით, მთელი ის მაფიოზური ჯგუფი, ურდული ჯგუფი, რომელიც დაეპატრონა საქართველოს და რომელიც გადავიდა პირდაპირ შანტაჟზე და აგრესიაზე და ამ ჯგუფის სათავეში არის ივანიშვილი. ივანიშვილი, რომელიც თურმე პირადად აწყობს გარჩევებს, თურმე პირადად არის დაკავებული ამ ყველაფრით ისევე როგორც, როგორც ჩანს მის მენტალობაში, ქურდულ სამყაროში კანონიერი ქურდები იქცევიან. საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი ბიძინა ივანიშვილი, მის დაჯგუფებასთან ერთად.

ქვეყანაში აღარ გვაქვს ინსტიტუციები, ქვეყანაში აღარ არსებობს არაფერი და ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ? რომელ პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ? რომელ სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოვთხოვოთ? რომელ შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოვთხოვოთ? რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას. გადასარჩენია ქვეყანა და ყველა უნდა გავერთიანდეთ, დიახაც, აქ უპირისპირდება ორი რამ ერთმანეთს. ერთი არის მაფიოზურ კლანური დაჯგუფება და მეორე არის თავისუფალი ადამიანები, ერთი არის ადამიანები, რომელსაც უნდა, რომ საბოლოოდ მოაჯდეს ამ ქვეყანას თავზე, მეორე ადამიანები, ვისაც უნდა, რომ თავისუფლად გააგრძელოს ქვეყანამ განვითარების გზა და ეს არჩევანი დგას სწორედ ჩვენს წინაშე. 28 ოქტომბერს არის გადამწყვეტი არჩევნები, არჩევნები იმისთვის, რომ საქართველოს ისტორიაში ერთხელ და სამუდამოდ, ყველა ადამიანმა იცოდეს, არავის არ გაუვა ქვეყნის საკუთარ თავზე გადაფორმება, არავის არ გაუვა ასეთი ძალადობა, რომელიც დღეს ხდება ქვყანაში.

ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა ამ მართლაც მაფიოზურ ჯგუფს დღეს დილით, გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ამ მტკიცებულებებს თქვენ ვერ გაანადგურებთ, ეს არის ასობით მტკიცებულება და დამადასტურებელი ფაქტი, მილიონების ძალადობით გადარიცხვის, რომელიც თქვენი, ბატონო ბიძინა, პირადად თქვენი დავალებით არის გაკეთებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში და აუცილებლად მიიღებთ ამ ყველაფერზე პასუხს.

მსურს ქართულ საზოგადოებას მივმართო, ჰაველის გამონათქვამია, პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, უბრალოდ პოლიტიკაში ბინძური ადამიანები ხვდებიან ხოლმე და ეს სიბინძურე უნდა ჩამოვაშოროთ ჩვენ ქართულ პოლიტიკას და საერთოდ საქართველოს ისტორიას, ეს არის სიბინძურის ის ეტაპი, რომელიც როგორც ჩანს, ჩვენ ახლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიაროთ. გავერთიანდეთ, ყველა ერთად დავდგეთ, მშვიდობიანად გავუშვათ ეს ადამიანები მოუსავლეთში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ ის კატასტროფა, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. ჩვენ გადავდივართ საგანგებო სამუშაო რეჟიმში და „ძალა ერთობაშია“-ს ექნება ერთობლივი განცხადება დღეს სამ საათზე, სადაც გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას და კონკრეტულ ნაბიჯებს, მე ვფიქრობ დადგა დრო, რომ ყველა ადამიანი, ვისაც სჯერა თავისუფლების, ვისაც სჯერა საქართველოს მომავლის, გაერთიანდეს, ერთად დავდგეთ და გავისტუმროთ ეს მაფიოზები, ეს ქურდები, რომლებიც მოაჯდნენ ქვეყანას და დავიწყოთ განვითარების მართლაც ახალი, ნორმალური ეტაპი. საქართველოს აქვს და აუცილებლად ექნება მომავალი და ასეთი ქურდები, ასეთი ყაჩაღები,ა სეთი მაფიოზები, ვერასდროს შეაჩერებენ საქართველოს განვიტარებას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძის შაარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42