„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსი ჯარის შემოსვლა“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 12:40, 01 Oct, 2018     821

საქართველოს პარლა,ენტის თავმჯდომარე ირაკლი კოაბხიძე აცხადებს, რომ მისივე თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსი ჯარის შემოსვლა. კობახიძის თქმით, სწორედ მათ შეუწყევს ხელი კრემლის სცენარის განხორციელებას

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. ექვსი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ ძალისხმევით და უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, წარსულს ჩააბარა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთლიანად იყო აგებული კორუფციაზე, აგებული იყო ტოტალურ ძალადობაზე, მედიის სრულ მონოპლიზაციაზე და აგებული იყო იმ დანაშაულებზე, რომელსაც ის ჩადიოდა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე.

ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც განაპირობა საქართველოში რუსი ჯარის შემოსვლა, სწორედ მათ შეუწყევს ხელი რუსული, კრემლის სცენარის განხორციელებას. მათ აქვთ ძალიან დიდი დანაშაულები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენ მოვახერხეთ ამ ძალიან მძიმე რეჟიმის წარსულში ჩაბარება და მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა.

ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა 2012 წელს და ეს გაკეთდა ყველა შემდგომ არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ. ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ შევინარჩუნებთ.

ეს არის „ქართული ოცნების“ მიღწევა. თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, მთავარი პრიორიტეტები ჩვენთვის არის ზრუნვა უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, ეკონომიკის გაძლიერება, რაც ყველა სხვა ამოცანასთან არის დაკავშირებული.

ჩვენი ამოცანაა სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ამოცანები და ამისთვის გაგრძელდება ქვეყნის განვითარება და ამას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს.

ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ბუნებრივია, პლუსები და მინუსები. თუმცა მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ ჩაგვიდენია არც ერთი დანაშაული, მით უმეტეს სისტემური დანაშაული ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე.

ეს არის ის, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას. ჩვენ ვართ დაფუძნებული თვისობრივად ახალ ღირებულებებზე, ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ განვავითაროთ ქვეყანა. ფუნდამენტურად შევცვალეთ ჩვენს სახელმწიფოში ვითარება დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ყველა მიმართულებით თავისუფლება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა.

ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ძალა, რომელიც ვეღარასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვეღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ქართულ დემოკრატიას, ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42