„არც გამკვირვებია ირმა ინაშვილის სწრაფი გამოხმაურება ტელევიზიაში მოსმენილი რაიმე განცხადებისა თუ მოვლენის შესახებ.
არც გამკვირვებია.
მე უფრო ის გამიკვირდა, 7 სექტემბრიდან მოყოლებული თითქმის ყოველ დღეს მთელი საზოგადოება და განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიები რომ წერდა და საუბრობდა, გნებავთ, განცხადებას აკეთებდა „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“, გარდა - „პატრიოტთა ალიანსისა“.
ცხადია, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.
სერიოზული მიზეზი.
სრული დადუმების აუცილებლობის მიზეზი.
პუნქტებად არც ჩავყვყვებოდი ირმა ინაშვილის აწ უსწრაფესი გამოხმაურების პასუხებს, მაგრამ, რადგან ჩემი მეგობარი ირმა მომიწოდებს, საჯაროდ თქვასო, აჰაა და, ვიტყვი საჯაროდ:
1. „პატრიოტთა ალიანსში“ მე და ზაზა მივედით ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის ინიციატივით, თუმც მანამდე „ოცნების“ ძალოვანებმა თქვეს, გინდ ჩვენთან იყავით და გინდ - „ალიანსში“, მაინც ჩვენიაო.
2-3-4 . პატრიოტთა ალიანსი გუნდია, სადაც ბევრი ადამიანი მონაწილეობს, ყველა თავის საქმეს აკეთებს ამ 2 წლის განმავლობაში, რაც უშუალიდ პარტიაში ვართ, რომ ფინანსური მონაწილეობა არ მიგვიღია - ვეთანხმები ამ პუნქტებს.
5. თავისებური ინტერპრეტაციით არის გადმოცემული, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ აჭარის ოფისის დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიგვიღია და „ომეგას“ აქტივობების შესახებ ტელევიზიით იგებდნენ.
6. დამაჯერებლად არ მეჩვენება ზაზა ოქუაშვილის ნათქვამიო, - წერს ჩემი მეგობარი ირმა და ვფიქრობ, ამ წინადადების დასაწერად იყო დაწერილი ეს ამხელა სტატუსი.
7. საჯაროდ ვადადტურებ, რომ წინადადება: „არასდროს გვითხოვია დაფინანსება“ არ არის სწორი და ამას „ალიანსის“ წევრებიც დაადასტურებენ. ხოლო წინადადება: „კიდეც რომ გვეთხოვა, რა არის ამაში გასაკვირი"- სწორია და ვადადტურებ, არც არაფერია ამაში გასაკვირი. საპრეზიდენტო კანდიდატად განხილვისას მაინტეტესებდა რა აქტივობის გამოჩენას აპირებდა „ალიანსი“, როგორც პარტია. არადა, არანაირი აქტივობისა არაფერი ეტყობოდა ...
8. „ომეგას“ შესახებ ფაქტები იცოდნენ პირადად ჩემგან 7 სექტემბერს და უფრო მეტი, იცოდნენ 14 სექტემბერს, მაგრამ არაფერი მიუმოქმედებიათ, არც - საქმით და არც - სიტყვით.
9. არ ვიცი ეს გახსენება რას უკავშირდება. მე ასეთი არაფერი მახსოვს.
10. ოქუაშვილის ნათქვამში რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი, არ ვიციო, კიდევ ერთხელ წერს ჩემი მეგობარი ირმა მათ გასაგონად, ვისაც შეიძლება განირჩა მე-6 პუნქტი ან ეცოტავა...
და ბოლოს, არ ვიცი, ვის რა აწყობს და როგორ მოქმწდებს, „პატრიოტთა ალიანსიც“ და სხვა პარტიებიც, - რეალობა კი ისაა, რომ ზაზა ოქუაშვილი და ნატო ჩხეიძე ღია ბრძოლაში არიან მმართველი ძალის კანონსმიღმა მოქმედებების წინააღმდეგ და არც არავის დავუშლით მხარდაჭერასა და თანადგომას.
და მადლობლები ვართ ყველა ადამიანის , გუნდის თუ პარტიის, ვინც ჩვენთან ერთად არის ამ სახიფათო და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის აუცილებელ ბეძოლაში.“
მასალის გამოყენების პირობები






