“2012 წლამდე ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა აღმოსავლური ტიპის დიქტატურად, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დასავლურ ღირებულებებთან” – კახა კალაძე
პოლიტიკა - 12:15, 01 Oct, 2018     661
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძნა ივანიშვილი ესრებოდა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძღაობის“ მმართველობაზე ისაუბრა:


“ზუსტად 6 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ამ რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაულები იყო, ძალადობა, კორუფცია, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა, რუსეთისთვის ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება, 2012 წლამდე ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა აღმოსავლური ტიპის დიქტატურად, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დასავლურ ღირებულებებთან. ქართველი ხალხის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცადენილი უმძიმესი დანაშაულებები მეხსიერებიდან არ იშლება, ამ დანაშაულებების გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველი ამომრჩევლისგან „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, რომლის დამფუძნებელი, სულის ჩამდგმელი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მიიღო გამარჯვება და საკადრისი პასუხი გასცა 2012 წელს ამ კონკრეტულ გუნდს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.

„ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანზე და მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა, აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას.

აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესისი ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი უმთავრესი საყრდენი იყო, დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტით. თვისობრივად გაუმჯობსდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც ეს არის დღეს. დღეს დემკრატიული გარდატეხიდან ექვსი წლის თავზე, ჩვენ ვხედავთ ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედიასაშუალებების უსუსურ მცდელობას, „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ დანაშაულებები, რომლებიც მათივე კრიმინალური პოლიტიკური ძალის ხელწერას განეკუთვნება. როგორც აღმოჩნდა ტოტალიტარული აზროვნების და მართვის ორი ძირითადი პრინციპი, სიცრუე და ძალადობა, როგორც ასრე იყო, დღესაც რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად. სწორედ ამიტომ არ იცვლის ხელწერას ერთ დროს ერთიანი და ახლა რელურ თუ ყალბ მამრავლებად დაშლილი ეს პოლიტიკური ძალა. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტების უხეში ფალსიფიკაციისა და ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანების ცნობიერებაზე. რათა ტოტალური უიმედობა დანერგოს ხალხში“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42