ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 12,0%-ით გაიზარდა და 71,7 მილიარდი ლარი შეადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:41, 01 Oct, 2018     3337

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 12,0%-ით გაიზარდა და 71,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წელს მისი მოცულობა 38,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 11,9%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს:

2017 წელს მთლიანი ბრუნვის 44,9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% - საშუალო, ხოლო 32,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40,8%, საშუალოზე - 25,4%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,8%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წელს 50,8 მლრდ. ლარი (გასულ წელთან შედარებით 11,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 31,6 მლრდ. ლარი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით 12,0 %-ით მეტი). 2017 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 708,2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20,5% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 46,5% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652,4 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 5,2%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 8046,4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 14,6 %-ით მეტი). 2017 წლის საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1019,7 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 81.4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 764,4 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 48,0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: • მსხვილი ბიზნესი – 1195.9 ლარი, • საშუალო ბიზნესი – 1196.9 ლარი, • მცირე ბიზნესი – 776.1 ლარი.

2017 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,7% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 11,9%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,8%-იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,6%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 4,1%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,3% კი სხვა დარგებზე ნაწილდება

2017 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,0%) და მშენებლობა (19,9%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16,6%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,6%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31,9 პროცენტიანი წილი უჭირავს:

2017 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26,0%, 13.1% და 10,8%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (9,8%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,0%), და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (6,0%):

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით:

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებლების ცვალებადობა 2017 წელს, გასულ წელთან შედარებით, ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით:

შემდეგი ცხრილი ასახავს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლების ცვალებადობას 2017 წელს, გასულ წელთან შედარებით, ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით:

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლების ცვალებადობა 2017 წელს, გასულ წელთან შედარებით, ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით:

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: • ქ. თბილისი – 63.9%, • აჭარის ა.რ. – 8.3%, • ქვემო ქართლი – 7.7%, • იმერეთი – 5.9%, • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.5% რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: • ქ. თბილისი – 71.2%, • აჭარის ა.რ. – 7.2%, • ქვემო ქართლი – 6.0%, • იმერეთი – 4.9%, • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3%. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს რეგიონების (ქ. თბილისის გარდა) მიხედვით ბრუნვასა და პროდუქციის გამოშვებას:

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: • ქ. თბილისი – 61.8%, • აჭარის ა.რ. – 9.9%, • იმერეთი – 7.3%, • ქვემო ქართლი – 5.9%, • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2%. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს ცალკეულ რეგიონში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილებას სქესის მიხედვით:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42