2017 წელს არაკომეციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 101,6 მლნ. ლარი შეადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:36, 01 Oct, 2018     1857
არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე. არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს არაკომეციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 101,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 3,0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს:


ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგზე (25,5 პროცენტი), აგრეთვე, განათლების (24,8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (21,5 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (11,1 პროცენტი) და სხვა სახის მომსახურების გაწევის (10,8 პროცენტი) დარგის ორგანიზაციებზე. ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 2,6-ჯერაა გაზრდილი ტრანსპორტირება და დასაწყობების დარგში, 2,4-ჯერ მშენებლობაში, 2,2-ჯერ - ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში, 22,3 პროცენტით ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგში, 13,4 პროცენტით განათლებაში და 10,6 პროცენტით პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში. პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2017 წელს 973,1 მლნ. ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 4,4 პროცენტი). პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (27,3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (24,9 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (17,4 პროცენტი), განათლების (11,8 პროცენტი) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (10,3 პროცენტი) დარგის ორგანიზაციები. არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2017 წელს 52,9 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 53,7 პროცენტი ქალია, ხოლო 46,3 პროცენტი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 0,1 პროცენტითაა შემცირებული:


დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 29,2 პროცენტი – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის. 24,1 პროცენტი - ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის ორგანიზაციებზე, 14,5 პროცენტი - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 12,9 პროცენტი - სხვა სახის მომსახურების დარგის ორგანიზაციებზე, 7,2 პროცენტი - წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 6,0 პროცენტი - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 6,0 პროცენტი სხვა დარგებში ნაწილდება. დასაქმებულთაგან დაქირავებულია 52,0 ათასი (მათ შორის ქალია 53,8 პროცენტი). დაქირავებულთა რაოდენობა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით გაზრდილია 0,5 პროცენტით

წყარო: არაკომერციული ორგანიზაციების სტატისტიკური გამოკვლევა (წლიური) შენიშვნა: გამოკვლევის შედეგებში 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ჩართულია სკოლამდელი დაწესებულებები (ბაგა-ბაღები), ფასიანი სწავლების გამო, რაც ბიზნეს რეგისტრის განახლებასთან ერთად მაჩვენებელთა ზრდის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად გვევლინება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42