"პოლიციამ ოცნების წევრებთან შეხვედრის საშუალება არ მომცა"- ზაზა სარალიძეს გზა პოლიციამ გადაუკეტა
პოლიტიკა - 11:29, 01 Oct, 2018     805

„ქართული ოცნების“ ოფისთან ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა.

ზაზა სარალიძე პოლიციას სთხოვდა, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში შეეშვათ, რათა მმართველი გუნდის წევრებს შეხვედროდა, თუმცა ოფისისკენ მიმავალ ზაზა სარალიძეს გზა პოლიციამ გადაუკეტა.

„მაცნობეს, რომ კახა კალაძეს გაუკეთებია განცხადება, ნაციონალების მიერ არის მოწყობილი პროვოკაციაო. უნამუსობაა ეს. ამდენი შვილის მამაა, უნამუსოდ რატომ იქცევიან, უნამუსო განაცხადებს რატომ აკეთებენ, ვერ ვხვდები. არ მაქვს ჩემი მოკლული შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნის უფლება? რა შუაშია აქ „ნაციონალური მოძრაობა“, რა შუაშია „ლეიბორისტები“ და „გირჩი“. ნებისმიერთან მივალ დახმარების სათხოვნელად. ფაქტია, გზას მიკეტავენ. განმარტებას ვერაფერზე ვიღებ, რა ბრძანება აქვთ, ისიც არ ვიცი. იციან, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობას არ გავუწევ და გზას მიკეტავენ. გამოძიებულია საქმე თავიდან ბოლომდე, კეთილი უნდა ინებონ გენერალურმა პროკურორმა და შს მინისტრმა, მისცენ პასუხისგებაში არა მარტო მკვლელები, არამედ საქმის გამფუჭებელი პროკურორები და ყველა ის პირი, ვინც ოდნავ გაეკარა ჩემი შვილის საქმეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, მას ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საუბარი სურს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42