ბესელიას "ომეგა ჯგუფის" დამფუძვნებლის სკანდალური განცხადების არ სჯერა, რომელიც ამბობს, რომ მას 4 მილიონი ლარის მიტანა პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.
დეპუტატის განცხადებით, ამ ცილისწამებების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს ხალხისა და ქვეყნის დახმარებაზე.
„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მას აქვს ზუსტად ის სტატუსი, ის პოლიტიკური პოზიცია რაც აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და რითიც ის არის დაკავებული რაც მე ვიცი, ის აგრძელებს ისევ მიუხედავად მის მიმართ ამდენი ცილისწამებისა და ამდენი ყველა ზღვარს გადასული შეფასებისა, აგრძელებს ქვეყნისა და ხალხის დახმარებას. უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ერთმანეთს მოქალაქეები ელაპარაკებოდნენ მხოლოდ ჩანაწერებით. გამოძიება მიმდინარეობს ყველაფერს სახელი დარქმევა, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ იმ წარსულში ვერასოდეს ვეღარ დავბრუნდებით,“-აცხადებს ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები






