პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში შესცლამდე მმაღტველი გუნდის წევრებმა "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებზე კომენტარები გააკეთეს.
ოცნების წევრებს არ სჯერათ, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენს ხელშეუხებლობისთვის 4 მილიანს სთხოვდა.
დეპუტატები აცხადებენ, რომ ისეთი ქველმოქმედისგან, როგორიც ივანიშვილია თანხის გამოძალვის მიზნით ზეწოლა და შანტაჟი დაუჯერებელია.
„ნუთუ ასეთი მიამიტური ინფორმაციის გჯერათ. რას ჰქვია დაიბარეს, აიყვანეს ოქუაშვილი და ბატონმა ბიძინამ უთხრა, მოუტანე ოთხი მილიონი? ყველამ იცის სიგარეტი ვისი ბიზნესია
ზაზა ოქუაშვილს აკრიტიკებს დიმიტრი ხუნდაძეც.
„ვუსმინე, რომ ის მხარს უჭერს მოძალადეებს და ამისთვის იყენებს ყველა სიბინძურეებს, იმის გამო რომ საკუთრი ვალი არ გადაიხადოს ჩირქს სცხებს ადამიანებს, რომელსაც თეორიულადაც არ შეიძლება ამასთან საერთო ჰქონდეს“ -აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ვაჭრობა და ძალადობა 4 მილიონისთვის, რეკეტი ბიზნესზე და მუქარა ყოფილ მინისტრებზე - ამ სკანდალური განცადების ავტორმა ყველა დეტალზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია გუშინ ღია ეთერში, რუსთავი 2 - თან ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






