"ფარცხალაძემ მითხრა, რომ იხსნებოდა ჩემთვის "ოცნების" ცისარტყელა, თუ 4 მილიონს მივიტანდი," - "ომეგას" დარეკეტების სქემა
პოლიტიკა - 00:24, 01 Oct, 2018     5078

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის ოთარ ფარცხალაძის პირველ შეხვედრას იხსენებს. ნისი თქმით, პირველად სწორედ ფარცხალაძემ მოსთხოვა მას 4 მილიონი.

„მხვდება საკუთრა სახლში საბურთალოს ბაზართან, შეხვედრა მოითხოვა. მთხოვა შევხვედროდა ჩხარტიშვილმა ვიღაცა კარგ ბიჭის ვინც მუშაობდა პროკურატურაში. კბილებამდე შეიარაღებული ხალხი, რომლებიც ტოვებდნენ შთაბეჭდილებას არაფხიზელ მდგომარეობისას. უფრო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტიზა არ ჩამიტარებია, ეს ჩემი შთბეჭდილებაა. პატივისცემით შემხვდა ფარცხალაძე. ყიფიანი იყო ერთად მივედით. ძალიან პოზიტიურად იყო, რომ იხსნებიოდა ჩემთვის ოცნების ცისარტყელა და ამითი შეიძლებოდა ბევრი საქმე მეკეთებინა. ამ ცისარტყელის გახსნისთვს საჭირო იყო კიდევ 4 მილიონი,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა და აღნიშნა, რომ მან დიპლომატიური პასუხი გასცა ფარცხალაძეს და არ დაუზუსტებია აპირებდა თუ არა ამ თანხის გადახდას.

ზაზა ოქუაშვილის განმარტებით მან ფარცხალაძეს უთხრა, რომ მოლაპარაკებებს თვად ივანიშვილთან აწარმოებდა, თუმცა მიღო პასუხი, რომ ყოფილი მთავარი პროკურორიც მისი სახელით საუბრობდა.

„მე ვუთხარი რომ პირადპირ ბიძინა ივანიშვილთან ვსაუბრობ და უხერხულად არ გამოგივიდესთქო. მე ვუთხარი მე ბიძინას ვესაუბრები, ვუთხარი რომ დაეჭირა მხარი როგორც სამართლიანობაში ასევე თავისუფალ ბიზნესში. მან მითხრა რომ ამისთვის საჭიროა 4 მილიონი. აბა მე ვისგან მოვდივარ, მე შენთან მოვიდოდიო? ეს არის ბიძინა, ეს არის უჩა მე მათგან მოვდივარო და ის ცისარტყელა, რომელიც იხსნება ამისთვის 4 მილიონი საჭიროაო,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისი განცხადებით ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო ლევან ყიფიანი, რომელიც პერმანენტულად აშინებდა კომპანიის ხელმძღვანელობას.

„მოვიდოდნენ შეიარაღებული ხალხი, კარები გაგვემაგრებინა, ხომ მშიდობა გაქვთ, წამოვიდნენ, გამოვიდნენ. ამ დაშინების მიზანი იყო რომ მე ეს 4 მილიონი მიმეტანა,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისი თქმით მან ყიფიანს უთხრა, რომ დაელაგებინა ეს სიტუაცია, თუმცა ლევან ყიფიანი წავიდა კვირიკაშვილთან და შემდეგ დაბრუნდა ოთარ ფარცხალაძესთან, ნაცვლად იმისა, რომ მისულიყო ბიძინა ივანშვილთან.

„გაარჩიეს კვირიკაშვილთან, კვირიკაშვილი ძალიან პატარა კაცი გამოდგა. შემდეგ ივანიშვილმა უთხრა ლევანს, კვირიკაშვილი მოვიდა და ტიროდაო, ჩემი უფროსი ხომ არ გეგონაო,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

"როგორც ჩანს ისინი ნადირობენ ბიზნესებზე და ხალხზე, სწავლობენ მათ, საიდან შეიძლება მიდგომა, თითქოს დახმარების მხრივ, ისინი არიან ივანიშვილი პირველ რიგში და მათი ჯგუფი სხვადასხვა დარგში. იყო პრობლემა ჩემს ბიზნესში დემპინგი, რომელიც მათ გამოიყენეს ჩემს საწინააღმდეგოდ. იმისთვის რომ დაეზიანებინათ ფირმა მოეხდინათ ვალდებულებებში და შემდეგ ეს გამოეყენებინათ," - აცხადებს ოქუაშვილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42