ივანიშვილის მიერ მოთხოვნილი 4 მილიონი - ვინ ესწრებოდა ივანიშვილ-ოქუაშვილის შეხვედრას
პოლიტიკა - 00:25, 01 Oct, 2018     2654

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც ზაზა ოქუაშვილს, ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. ამის შესახებ განცხადება „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა „კვირის აქცენტებთან“ გააკეთა. მისი თქმით ამ პერიოდში, გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენი და საქმეებში კარგად ჩახედული პირი იყო.

„ივანიშვილმა 4 მილიონი, რომ მთხოვა, ესწრებოდნენ ივანიშვილი, გახარია, ლევანი და მე ვიყავი იქ. გახარია გახლდათ ომბუდსმენი. ომბუდსმენი კარგად აგროვებდა პრობლემებს. გახარია არ იყო შს მინისტრი. ეს იყო 2016 წელი უკვე და მეორე შეხვედრა იყო არა იანვარში შეიძლება ორი სამი თვის მოგვიანებით. გახარიამ თქვა ამასწინათ, რომ მან კარგად იცის, ომბუდსმენი იყო და ბიზნესის ანატომია და ამ ანატომიაში იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ორგანო შეიძლება გამოვითვალოთ რომელი როგორ,“ - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ივანიშვილის "პირველი წრეა" გახარია, უჩა ჩხარტიშვილი, ეს არის ერთ ორბიტაზე მყოფი და ყველა თავის როლს ასრულებდა - „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ყველა პირი, ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა დავალებების ადრესატია.

ოქუაშვილი ამბობს, რომ მას ფარცხალაძე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით სწორედ ვანო ჩხარტიშვილმა შეახვედრა.

„გახარია ასრულებდა მის (ივანიშვილის) მარცხენა ხელის როლს, ეუბნებოდა, რომ ეს საქმე უნდა შესრულებულიყო, 4 მილიონი უნდა გასულიყო და გახარიამ დიდი როლი შეასრულა ბანკზე ზეწოლისთვის. მეორე იყო მარჯვენა ხელი თუ რომელი უჩა და ჩხარტიშვილი. ჩხარტიშვილმა შემახვედრა ამას(ფარცხალაძეს), რომ მოეხდინა ფსიქოლოგიური ზეწოლა, შემდეგ ივანიშვილი თვითონ ჩაერია და იკადრა, ეტყობა ეს იყო ცისარტყელა და ეს იყო გახსნა ცისა, რომ უნდა გადაგველოცა 50% ოცნების პარტიისთვის.

"მაგათ უნდოდათ, რომ 50% წაეღოთ პარტიაში, 25-25% როგორც სოციალიზმში მყოფ ფირმებს გაეყოთ თანაბრად სხვადასხვა პროდუქტის მიხედვით და ეს ბიზნესი უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად გამყარებული იმ პატენტზე, რომელიც ომეგას საკუთრება იყო. მაგრამ ამას ვერ გამოვიყენებდით ჩვენ. ამ შეხვედრების დროს მესმოდა, როგორ წყვეტდნენ ეგენი საქმეს სასამართლოში. მესმოდა როგორ ურეკავდა ფარცხალაძე პირდაპირ გენერალურ პროკურორს,“ - ამბობს ოქუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42