2019 წელს დიდი ბრიტანეთი ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე 800 ჯარისკაცს გაგზავნის.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გევინ უილიამსმა განაცხადა, რომ ამ ზომას რუსეთის აგრესიისგან „არქტიკის დაცვის სტრატეგიის" ფარგლებში ახორციელებენ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში, რუსეთი ზომაზე მეტად არის გააქტიურებული არქტიკის რეგიონში, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელ სამხედრო ბაზების აღდგენით არის დაკავებული. ასევე გაიზარდა რუსული წყალქვეშა ნავების რიცხვიც.
ბრიტანელების გარდა, ნორვეგიაში მდებარე ბაზაზე ამერიკელი, ნიდერლანდელი და თავად ნორვეგიელი ჯარისკაცები იქნებიან დისლოცირებულები.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თქმით, ოქტომბერსა და ნოემბერში ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სწავლება ჩატარდება. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი 30 ქვეყნიდაან 40 000 ჯარისკაცი და ოფიცერი, ასევე 130 თვითმფრინავი, 70 ხომალდი და 10 000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება.
მასალის გამოყენების პირობები






