ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ქ. ბათუმში
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:03, 30 Sep, 2018     1786

პირველად, ქალაქ ბათუმში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, კავკასიის ბიზნესსკოლის მხარდაჭერით და ბათუმის იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით, ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს მიეცემათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა, განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან.

კურსის პირველი ეტაპი 1 ოქტომბერს დაიწყება, 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომელსაც 24კომპანიის30-მდე წარმომადგენელი დაესწრება. კურსიყველა საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს და აღნიშნულის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმობა ისეთ მოდულებს, როგორიცაა: ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა, მარკეტინგი, ბრენდინგი, ექსელი და ფასწარმოქმნა, ექსპორტის ციკლი და ა.შ. წინა კურსისგან განსხვავებით მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ახალი, ძალიან საინტერესო მოდული “მოლაპარაკების ხელოვნება“, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. ასევე, კურსი ითვალისწინებს სასწავლო ვიზიტს ერთ-ერთ წარმატებულ ექსპორტიორ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულებისთანავე, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცემს სერტიფიკატს - „Certified Export Manager.“

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ - როგორც პროექტის ინიციატორი, ყველა მონაწილეს კურსისღირებულების 75%-ს დაუფინანსებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42