ახალ ფარულ ჩანაწერებსა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მხრიდან ბიზნესის გადანაწილებასა და არაფორმალური მმართველობის კონკრეტულ სქემას ეხება, ოპოზიცია გამოეხმაურა.
"გასაგებია, ვინც დგას ამ ფარული ჩანაწერების უკან, პირდაპირ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, რომელიც მილიონებს ითხოვს ბიზნესიდან. რაც მოვისმინეთ ამ ფარულ ჩანაწერებშია ამაზე მეტი სკანდალური რაღა უნდა მოვისმინოთ. ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის შეკრებილი "კოზა-ნოსტრა", მაფიოზური, ყაჩაღური დაჯგუფება, რომელიც უმოწყალოდ აყაჩაღებს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს. სწორედ ამას ვიძახით, რომ ახლა არ არის საუბარი, რომ უნდა დავეხმაროთ კონკრეტულ ბიზნესმენს ან ბიზნესი გადავარჩინოთ, ახლა ქვეყანაა გადასარჩენი," - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.
„ბოლო წლების განმავლობაში ცხადი არის, რომ ქვეყანაში ტოტალური კორუფციაა და ეს კორუფცია დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, მის ოჯახთან. ამ კორუფციამ მოიცვა მთელი სახელმწიფო მანქანა და ეს ანგრევს სახელმწიფოს. იმ პირობებში, როცა ქვეყანა მიდის უკან, მატულობს სიღარიბე, დამანგრეველია ჩვენი ქვეყნისთვის რაც შეიძლება მალე მშვიდობიანად უნდა მოვიშოროთ ეს ხელისუფლება,“ - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები






