შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტრის წევრები ზაზა გაბუნია და ზვიად ძიძიგურიც იმყოფებოდნენ.
"ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ არა მარტო კანდიდატურაზე, არამედ იმაზეც თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის პრეზიდენტი, რას უნდა გულისხმობდეს იგი თავის თავში. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს უნდა იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცდუნება, რომელიც არ შედის პოლიტიკურ რუტინაში, რომელიც მაღლა დგება პოლიტიკურ პროცესზე და რომელიც არის გარანტი უმთავრესი ღირებულებებისა , რაც ჩვენთვის არის სახელმწიფო, რაც ჩვენთვის არის სამშობლო , რაც არის ქვეყანა და სწორედ ამიტომ ის უნდა იყოს ზეპარტიული. ზეპარტიული ამოცანებისთვის, სახელმწიფოებრივი ამოცანებისთვის „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ საუკეთესო პრეზიდენტობის კანდიდატი არის სალომე ზურაბიშვილი," - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ზვიად ძიძიგურმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქალბატონ სალომეს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი და პატრიოტული, კარგი საქმე აქვს გაკეთებული და მაგალითისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივება მოიტანა."ის, რაზეც ორიოდე წუთით თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო. ეს არის ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მილიონზე მეტი მოქალაქე ჰყავს ემიგრაციაში საქართველოდან.
ჩვენ, კარგად გვახსოვს რა პროცესები წარიმართა ა ქვეყანაში 1992 წლის შემდეგ და ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელი, თანასოფლელი უცხოეთშია წასული და დღესაც ტირის, ისე უნდა საქართველოში დაბრუნება. ის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება გამარტივებულიყო, ეს ინიციატივა ქალბატონ სალომეს ეკუთვნის, მან შემოიტანა და ჩვენ ასეთი ტიპის ფორმულირება მივიღეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ქალბატონმა სალომემ, როგორც დიდი ემიგრაციის, ყველაზე ძველი ემიგრაციის წარმომადგენელმა საქართველოს პირველი მთავრობიდან, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება," - აღნიშნა ძიძიგურმა.
მასალის გამოყენების პირობები






