შსს-ს აკადემიამ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა
პოლიტიკა - 10:42, 30 Sep, 2018     1113

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და საქართველოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა მოაწერეს ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს: მხარეთა მიერ ერთობლივი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას, აღნიშნულ პროგრამებში ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვას, თანამშრომლების პროფესიულ მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერას, მხარეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფას.

მემორანდუმის მიზანია არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მოქმედი პოლიციელებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სამართალდამცველები შეძლებენ საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების რისკების გამოვლენასა და შეფასებას, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და სამართალდარღვევებზე სწორ რეაგირებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42