„პატრონი უნდა ჰყავდეს საქართველოს საერთაშორისო გზაზე. პატრონი როგორ იქნება ის ქალბატონი... რენეგატი უცხო ქვეყნის“ - თაკო ჩარკვიანი
პოლიტიკა - 18:18, 29 Sep, 2018     3728
ფილარომონიაში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თბილისის მოსახლეობას შეხვდა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მიმართა:

„არ შემიძლია არ ვისაუბრო შეცდომებზე, ცხადია შეცდომების გამო ვიყავი მე პირადად ოპოზიციაში და სულ მგონია, რომ ქრისტიანობა, ასეთი ერთი პოსტულატი არავის არ აქვს, ყველას თავისი შეგნება აქვს და ქრისტიანობა ჩემთვის პირადად არის უპირველესად შენანიება და შენანიება სხვისი ცოდვების შენანიება კი არ არის, ეს საკუთარის გააზრება დაგაანალიზებაა, მე ვფიქრობ სწორედ გაანალიზება და გააზრება იყო იმ აღმშენებლობის დროს, როდესაც საქართვლოში იყო ყოფილი ხელისუფლება, მე ვგულისხმობ სახელმწიფო ინსტიტუციებს და ამაზე კამათსაც ვერ ბედავს ვერავინ, მაგრამ ცხადია შეცდომები იყო და სწორედ იმ შეცდომების გაანალიზების შედეგი ჰახლავთ დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ეს გახლავთ უმაღლესი რანგის დიპლომატი, თაობების პატივისმცემელი, უხუცესთა პატივისმცემელი, კულტურის და ნიჭის პატივისმცემელი, იმიტომ, რომ ეს არის ის შემთხვევა, სადაც შრომის და ნიჭის ფასი, ერთად იციან ოჯახში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, მაგრამ ხშირად შრომის ფასი არ ვიცით ხოლმე და აქ ერთად არის, აქ არის ოჯახი, მოცემულობა, რომელმაც ერთად იცის ნიჭის და შრომის ფასი, ეს არის უდიდესი ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვჭირს და კიდევ ერთი რამ, დიახ, იმ ოპოზიციის დროს, როდესაც მე ოპოზიციაში გახლდით, დიდი აღმშენებლობა მიდიოდა სახელმწიფო ინსტიტუციების თვალსაზრისით და ცხადია, ამას ჩვენ ვხედავდით, მაგრამ გვაწუხებდა ახალგაზრდათა გუნდი, რომელიც ოკუპანტთან, სწორი ბრძოლის დროს გაერთო და ძალოვანებმა იციან გაქცევა, მაგრამ იმაზე მეტი შეცდომა არ დაუშვია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის წევრიც მე არ ვარ, ვიდრე თბილისი გადავწვით 90-იან წლებში.

მე პირადად რატომ გავაანალიზე, რომ აუცილებლად ამ კანდიდატს უნდ ადაუჭიროს მხარი ჩვენმა ძალიან გონიერმა, ღირსეულმა და გაწვალებულმა ქალამქმა მხარი?! რადგან, დღეს ნამდვილმა ოპოზიციამ უნდა აიღოს ხელში აუცილებლად საჭე, პატრონი უნდა ჰყავდეს საქართვეოს საერთაშორისო გზაზე, აბა პატრონი როგორ იქნება ის ქალბატონი, რომელიც აბეზღებს თავის ქვეყანას და ცილს სწამებს, რომ თურმე საქართველომ ომი დაიწყო და საკუთარი ხალხი დაბომბა?! მსგავსი განცხადება მე არც კი მომისმენია, მე არც კი ვიცი ისტორიის ის ფურცელი, რომელმაც ასე საერთაშორისო არენაზე ცილი დასწამა თავის ქვეყანას. ღალატიც იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ აქ მთავრდებოდა, ასე მასშტაბურად, კიდევ მოითხოვოს ხელისუფლებამ, დაგვისვას დასტურად მთელ მსოფლიოში ერთი სალახანა კანდიდატი, რენეგატი უცხო ქვეყნის, რომელმაც მთელ მსოფლიოს უნდა ამცნოს, რომ საკუთარ სამშობლოში შემოიჭრა უცხო ქვეყანა და თურმე საქართველოს ომი დაუწყია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42