გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დღეს თბილისის მსოახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მივიდნენ შვილმოკლული მამაები, რომლებმაც საზოაგდოებას და ყველა პოლიტიკოსს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ზაზა სარალიძის განცხადებით, ისინი დახმარებას და გაერთიანებას ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას სთხოვენ, მათ შორის მმართველი გუნდის წარმომადგენლებსაც:
„ნებისმიერ პარტიას შეუძლია ჩვენთან მოვიდეს, მმართველი გუნდიდანაც, თუ ვინმეს ადამიანობა შერჩენია, შეუძლია მოვიდეს ჩვენთან, დაგვიდგეს გვერდით და ერთად ვებრძოლოთ ამ უსამართლობას. არავის არ ვყოფთ ჩვენ, ჩვენ ვართ უბრალო ადამიანები და არა პოლიტიკოსები, ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერს მოვუხმეთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა ეს მკვლელი ხელისუფლება მოავშოროთ აქაურობას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






