„უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე დამარცხდეს ბოროტება... მინდა საღმა აზრმა, ბატონმა გრიგოლმა გაიმარჯვოს“ - პაატა ბურჭულაძე
პოლიტიკა - 17:48, 29 Sep, 2018     3515

ფილარომონიაში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თბილისის მოსახლეობას შეხვდა.

დამსწრე საზოგადოებას და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს სიტყვით მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ მიმართა:

„მე აქ მოვედი დღეს, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, მე არ მივეკუთვნები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მე დღეს ვერ ვიქნები ძალიან ომახიანი ჩემს გამოსვლაში, იმიტომ, რომ მე აქ მომიყვანა ჩემმა გულისტკივილმა, ბევრი რამ არის, რასაც ვერ შევეგუები ამ ქვეყანაში. მე ვერ შევეგუები, რომ დღეს ეგრეთ წოდებული სასამართლო და ეგრეთ წოდებული პროკურატურა არის ერთი და იგივე და ჰქვია მას სახელი, ბიძინა ივანიშვილი. ამ ერთ ადამიანზე ვართ ჩვენ ყველანი დამოკიდებული, ვართ მართლები თუ ვართ მტყუანები. ბატონებო, ეს უნდა მორჩეს.

როგორ შეიძლება იცხოვრო ისეთ სახელმწიფოში, სადაც ხედავ ყოველ ნაბიჯზე უსამართლობას, როგორ შეიძლება, რომ ადამიანი წყნარად ცხოვრობდეს თავის სახლში, როცა შვილმოკლული მამები რუსთაველზე სხედან და სამართალს ეძებენ. რას მოითხოვენ ისინი? თურმე შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენთან, საქართველოში, ასე, მამები იქ ისხდნენ და ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარემ, მათ დასცინოს, დასცინოს და თქვას, რომ ეს არის თურმე ნაციონალური მოძრაობის აქტი, ბავშვების მკვლელების დასჯას ითხოვენ და ეს ადამიანი გვეუბნება, რომ ეს არის პოლიტიკური აქცია, აქ არაფერი არ მომხდარა.

მე მინდა შევახსენო, ნაციონალი იქნება ის, ოცნება იქნება ის, ლეიბორისტი თუ სხვა პარტია, ყველას შვილები არიან ჩვენი შვილები და ჩვენ მათ უნდა მივხედოთ. როგორ გინდა შეეგუო იმას, რომ დღეს ბოროტება ნამდვილად იმარჯვებს ისკეთეზე, დღეს ბოროტება აკეთებს ყველაფერს, რომ სიკეთე არ არსებობდეს საქართველოში, რამდენი თანხა, რამდენი ძალა დახარჯა ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა მთავრობამ, რომ ჩვენ ერთმანეთს დავშორებულიყავით, მათ უნდათ რომ ჩვენ დავიქსაქსოთ. მე წარმოვადგენ ფონდ „იავნანას“ დღეს, რამხელა ძალა დახარჯა მთავრობა, რომ ჩვენ ყველანი დავშლილიყავით და რამდენი სიკეთე გავაკეთეთ ამ 14 წლის განმავლობაში და უცებ გადაწყვიტა ერთმა ადამიანმა და ეს არის ნამდვილად ბიძინა ივანიშვილი, საკმარისია არ არის საჭირო, ნუღა აკეთებს ეს ხალხი ამას და შეგვაჩერა ერთი წლით, ეს ასე არ დარცება, ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს, უბრალოდ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე დამარცხდეს ბოროტება, თორემ ის მაინც დამარცხდება თავის დროზე.

ასე გაგრძელება არ შეიძლება, თბილისელებო ამოიღეთ ხმა, მოდით არჩევნებზე, არჩევნები არის უმთავრესი, ძალა რომ არ ჰქონდეს პრეზიდენტს, ასე არ მოიქცეოდა მტავრობა, რომ ვითომ თვითონ დაგვითმეს ეს თანამდებობა, პრეზიდენტს აქვს ძალა და ის უნდა იყოს ადამიანი, ვინც ზუსტად ასეთ სიტუაციაში დაუდგება ერს წინ და მე ასეთი ადამიანი, მიმაჩნია, რომ არის გრიგოლ ვაშაძე. გრიგოლი არის ადამიანი, რომლისთვისაც მიმაჩნია, რომ უპირველესი არის ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, გრიგოლი არის ადამიანი, რომლისთვისაც, კანონი და კულტურა უპირველესია, ეს გვინდა ჩვენ, თორემ უკვე სამარცხვინო სიტუაციაში ვართ, მინდა საღმა აზრმა გაიმარჯვოს, მე მინდა ბატონმა გრიგოლმა გაიმარჯვოს და ეს აუცილებად ასე იქნება, მე მინდა ისეთი ოჯახი იყოს სათავეში როგორიც არის ვაშაძეების და მე მინდა ისეთი ქალბატონი იყოს ჩვენი პირველი ლედი, რომელიც სადაც შევა, როგორც წინას, ყველა ფეხზე აუდგება“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42