„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ არ ვიყიდებით და ამიტომ გავიმარჯვებთ“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 17:25, 29 Sep, 2018     1333

ფილარომონიაში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თბილისის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა გრიგოლ ვაშაძის საარცევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ და ამომრჩეველს გაერთიანებისკენ მოუწოდა:

„ჩვენთან არის სიყვარული, ჩვენთან არის სიკეთე, ჩვენთან არის ძლიერი საქართველოს მომავალი და აუცილებლად გაიმარჯვებს ეს მომავალი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სამართლიანობაზე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, არ არის სამართლიანი, როცა ქვეყანაში ყოველი მესამე შრომისუნარიანი ადამიანი უმუშევარია, არ არის სამართლიანი, როცა სიღარიბეში ცხოვრობს 2 მილიონ ადამიანზე მეტი, არ არის სამართლიანი, როცა შიმშილობს 150 ათასზე მეტი ბავშვი ყოველდღიურად, არ არის სამართლიანი, როცა ბოლო წლების მანძილზე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველოს ტერიტორია სხვა ქვეყნებში თავისი მომავლის საძიებლად. არ არის სამართლიანი, როცა შვილმოკლული მამები, ვერაფრით კანონს და სამართალს ვერ ნახულობენ ქვეყანაში და ამ დროს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ პერსონალურ ინტერესებზე ფიქრობს. არაფრად ანაღვლებს ის პრობლემები, რაც ქვეყანაში არის, არ ფიქრობს ადამიანის გაჭირვებაზე და ყოფაზე და მხოლოდ თავის ჯიბეზე, თავისი პერსონალური ინტერესების დაკმაყოფილზებაზე ფიქრობს და 21-ე საუკუნეში, ცოდნის ეკონომიკის პირობებში, გვთავაზობს ქვეყნის კანაფიზაციას, უზარმაზარი კულტურის და ინსტორიის ქვეყანას, ეს ვერ მოხდება ვერც ერთ შემთხვევაში ამ ქვეყანაში, ეს სისტემა დიდხანს ვერ გაძლებს.

დანაშაულია, თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევეგუებით, როცა შეგვიძლია გავერთიანდეთ და ვუთხრათ არა უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდება.

მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ლიდერებს, თქვენ ძალიან ცოტა ხართ, თქვენ წარმოადგენთ ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილს, თქვენ ძალაუფლება ეფემერულია, რადგან არ გაღელვებთ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები. თქვენ ძალიან ცოტანი ხართ და დამარცხდებით აუცილებლად.

მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ჩვენ არ ვიყიდებით, საქართველო არ იყიდება, ჩვენი მომავალი არ იყიდება და ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ.

აქვე მინდა მივმართო „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს და მხარდამჭერებს, არ არსებობს ნახევრად ბრძოლა, არ არსებობს მოწინააღმდეგესთან ნახევრად თანამშრომლობა, ან ხარ სიმართლის, სიკეთის ნათელ მხარეს, ან ყოველთვის დამარცხდები, შუა გზა არ არსებობს. შესაბამისად ჩვენ გავერთიანდით, ერთად ვდგავართ და ჩვენი ერთიანობით ყოველთვის გავიმარჯვებთ, რადგან ძლიერი ერთიანი საქართველოს იდეა არის გაცილებით დიდი, ვიდრე რომელიმე ვიწროპარტიული ინტერესი. აქ სწორედ ამ იდეით გაერთიანებული ადამიანები ვართ და ამ ადამიანებმა, ჩვენ, შევარჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, რომელთან ერთადაც ჩვენ გავიმარჯვებთ 28 ოქტომბერს, გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე ეს არის პრინციპული, პროფესიონალი ადამიანი, თავის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, რომელიც აუცილებლად გააკეთებს მაქსიმუმ იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ უკიდურესად რთული ყოფიდან და საქართველომ დაიწყოს განვითარების ახალი ეტაპი.

მოდით დავფიქრდეთ, როგორ საქართველოში შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენ, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ძლიერ საქართველოში, სადაც თითოეულ შრომისუნარიან ადამიანს, აქვს ღირსეული სამსახურის შესაძლებლიბა, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ძლიერ საქართველოშ, სადაც ახალგაზრდას აქვს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ძლიერ სახელმწიფოში, სადაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ამაყია, რომ ამ ქვეყნის შვილია და ამაყია ჩვენი ქვეყნის წარმატებით, ამას გავაკეთებთ ჩვენ ყველანი ერთად.

რასაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, არ არის საარჩევნო დაპირება, ეს არის ის იდეა, რისიც მე მჯერა, ეს არის ის იდეა, რისიც თითოეულ ჩვენთაგანს სჯერა და ეს არის ის იდეა, რა იდეებიტაც მოდის გრიგოლ ვაშაძე და სწორედ ამ იდეებით გაიმარჯვებს საქართველო მასთან ერთად. ძალა ერთობაშია, ეს არა უბრალოდ სახელია, არამედ სწორედაც ძლიერი საქართველოს ფუნდამენტია. თუ ჩვენ ერთად ვდგავართ, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და ამ ერთიანობაში ყველასთვის არის ადგილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42