გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში თბილისის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის დროს სიტყვით გამოსვლისას, ვაშაძემ ამომრჩეველს არჩევნებზე წასვილისა და საკუთარი ღირსების დაცვისკენ მოუწოდა:
„ძალა ერთობაშია და ეს ჩვენი ცხოვრების ლოზუნგი უნდა გახდეს, შეკრებილები ვართ იმიტომ, რომ თქვენ ამ არჩევნებში იმარჯვებთ, 28-ში ყველამ ერთად ქართველი ხალხის არჩევანი უნდა დავიცვათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ შულერ ხელისუფლებას კიდევ არ გავაყალბებინოთ არჩევნები და დარწმუნებულიო ვარ თბილისი იქნება ამის ლოკომოტივი.
28 ოქტომბერს ქართველი ერის წინაშე ღირსების საკითხი დადგება, ამ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება. ამ დღეს უნდა გავცეთ პასუხი შეკითხვებს, გვინდა სახელმწიფო რომელსაც მართავს ხალხი, თუ გვინდა სახელმწიფო რომელსაც მართავს ოლიგარქი თუ ვიქცეთ ხალხად, რომელსაც მტერი კანაფის დედოფალს დაუნიშნავს მმართველად? ვართ სახელმწიფო სადაც წყნარად ვუყურებთ როგორ შიმშილობს 150 ათასი ბავშვი? სადაც აგვისტოში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2%-ია? სადაც დაწყებითი კლასის მასწავლებლებს ხელფასს უმცირებენ? ის ინსტიტუციებიც კი რომელიც შვეიცარიული საათივით მუშაობდა განადგურების პირას მიიყვანეს, არ არის ეს რიგითი არჩევნები და არც მე ვარ რიგითი კანდიდატი, რადგან მაქვს პატივი ვიყო თქვენი კანდიდატი და მქონდეს თქვენი მხარდაჭერა, მქონდეს ხალხის მანდატი კონკრეტული დავალებით, ეს დავადება არის საქართველოს გათავსუფლება ოლიგარქის დამანგრეველი ხელისუფლებისგან. ეს დავალება არის, რომ გადავარჩინოთ თქვენი კონსტიტუციური უფლება პირდაპირი წესით აირჩიოთ პრეზიდენტი აწ და მარადის, ეს დავალება არის დავაბრუნოთ ჩვენი სამშობლო განვითარების და წინსვლის გზაზე, მე შევალ პრეზიდენტის სასახლეში თავმდაბლად ამ მანდატის შესასრულებლად.
ქართველი ერი ასე ახლოს ფიზიკურ განადგურებასთან არასდროს ყოფილა, ჩვენ დავაბრუნებთ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხს ყველა საერთაშორისო დიპლომატიის დღის წესრიგში. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოების და ერის გაერთიანება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავასრულო საზოაგდოების დაქსაქულობა. ყველამ წითელი ხიდიდან ფსოუმდე უნდა იცოდეს რომ ჩვენ ყევლაფერს გავაკეთებთ, დავასრულოთ შუღლი, დაპირისპირება, პოლიტიკური ანგარიშსწორება, საქართველოში პრეზიდენტი იქნება თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი, ჩვენ ერთი ერი ვართ, საჭიროა, რომ ყველა თანამდებობის პირმა გაითავისოს, გაერთიანებული ოპოზიცია მოდის არა შურისძიებისთვის, არამედ იმისათვის, რომ მოსპოს პოლიტიკური პოლიცია. ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მეორე ნაბიჯი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პატრიოტულ დემოკრატიულ, პროდასავლური ძალების გამარჯვებით და ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებით დამთავრდება.
პროფესიონალები უნდა დაბრუნდნენ სახელმწიფო სამსახურებში, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უფლება უნდა ჰქონდეს თავის სამშობლოში იცხოვროს, რომელიც მან თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქცია, პოლიტპატიმრები უნდა გამოვიდნენ ციხიდან“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






