გრიფირების პროცესის შესახებ ინსპექტირების სამსახურის დასკვნას განათლების სამინისტრო სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნის
პოლიტიკა - 14:01, 29 Sep, 2018     1005

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავდეს, ამის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. ინსპექტირების შედეგები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნებათ:

„დასრულდა სახელმძღვანელოების გრიფირების შესწავლა. უნდა ითქვას, რომ გრიფირების შედეგად 1-6 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესში დაინერგა შინაარსობრივად და ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები. ამის მიუხედავად, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესის სრულყოფილად შესწავლა. შედეგად გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისხის დარღვევა და ხარვეზი. თუმცა, ფინალურ ეტაპზე პროცესის შეჩერება ან გადავადება რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწავლო წლის დაწყებამდე.

ვინაიდან გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცდება მათ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს“, - განაცხადა ეკატერინე მაჩიტიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42