გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ის ნებისმიერ არხზე დებატებისთვის მზად არის.
„რაც შეეხება, გაერთიანებულ ოპოზიციას, არ არის ნაციონალური ტელევიზია, არ არის ეროვნული არხი, სადაც ჩვენ თანახმა არ ვიქნებით, რომ მივიდეთ იქ. იმიტომ, რომ უნდა დაველაპარაკოთ ადამიანს, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, არ არის დიპლომატი, არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი, არ არის კანდიდატი და არ წარმოადგენს არავის საქართველოში. ამიტომ დიდი სიამოვნებით, სადაც იტყვიან, როდესაც იტყვიან, რასაც იტყვიან, სიამოვნებით შევხვდებით ყველა საქართველოს ეროვნულ ტელეარხს და აბა ვნახოთ, თუ ეყოფა ე.წ. “ქართული ოცნების” ხელდასმულ ე.წ. კანდიდატს გამბედაობა, მოვიდეს ყველა ეროვნულ არხზე,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






