საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად დაამტკიცოს ევროპის და აშშ-ს მასშტაბით:
"საქართველო ამ ეტაპზე იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ჩვენს სიმართლეს და ჩვენ პოზიციას ვამტკიცებთ კიდევ უფრო აქტიურად ევროპის და აშშ-ს მასშტაბით. ჩვენი მტკიცება იმ პრობლემებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით, ჩვენ საერთაშორისო როლთან, ჩვენი დღისწესრიგის გაღრმავებასთან მიმართებით ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით, ამას სჭირდება ყოველწუთიერი მტკიცება, ჩვენი კოლეგების გაერთიანება ამ ღირებულებების ირგვლივ და როდესაც ნიუ იორკში არის ასეთი დიდი კონცენტრაცია მსფოლიო ლიდერების, ეფექტურად იყო გამოყენებული და მე ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დაიდო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების და პრობლემების გადაწყვეტის მიმართებით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






