საქართველოს პრეზიდენტი ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიას ეწვია
პოლიტიკა - 11:47, 29 Sep, 2018     684
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების „ვესტ პოინტის" სამხედრო აკადემიას (West Point) ეწვია.

ქვეყნის მთავარსარდალს სამხედრო აკადემიაში აკადემიის ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა დერილ ვილიამსმა უმასპინძლა. საპატიო სტუმრის მისასალმებლად გაისმა 21 სამხედრო ზალპი, რის შემდეგაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სამხედრო აკადემიის ტეილორ ჰოლის წინ აკადემიის სასულო ორკესტრმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს ჰიმნები შეასრულეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტისა და სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტ დერილ ვილიამსის შეხვედრა გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის, ტაიერის ჯილდოების ოთახში, საჩუქრების ოფიციალური გაცვლის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა „ვესტ პოინტის" აკადემიას ქართული ხმალი და ფარი უსახსოვრა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციისთვის „ვესტ პოინტის" აკადემიის ისტორიული ტური მოეწყო, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი კადეტთა კორპუსთან ლანჩს დაესწრო და კადეტებისთვის „ამინისტია" სიმბოლური შეძახილით გამოაცხადა, რომელიც სტუდენტების ადმინისტრაციული სასჯელისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში, კადეტებთან შეხვედრა და დისკუსია გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო პარტნიორობაზე, ამ ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ს მოკავშირე ქვეყანაა და ქართველი სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამშვიდობო მისიებში.

პრეზიდენტმა აშშ-ს ფუნდამენტურ ღირებულებაზე- თავისუფლებაზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მთავარ ღირებულებას, სწორედ თავისუფლებისადმი სიყვარული წარმოადგენს. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო იყო დიდი იმპერიების სამიზნე და სამწუხაროდ დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შესახებ უამბო კადეტებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველო არის პატარა ქვეყანა, განსხვავებული კულტურით და ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით, აზიისა და ევროპის გასაყარზე, რაც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ქვეყნის მთავარსარდალთან შეხვედრისას სტუდენტები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით დაინტერესდნენ. შეკითხვები დაისვა ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივისა და იმ მოლოდინის შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. უცხოელ კადეტებს შორის, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას აკადემიის ორი ქართველი სტუდენტი ზვიად ჯოლოხავა და ლუკა ნადირაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42