ბიძინა ივანიშვილის ძმა ბიზნესის რეკეტის საქმეში - მორიგი სკანდალური ჩანაწერი და ზეწოლა "ომეგა ჯგუფზე" (ვიდეო)
პოლიტიკა - 21:14, 29 Sep, 2018     8131

ბიზნესის რეკეტის საქმე - „შაბათის კურიერში“ დღეს საზოგადოება მორიგ ფარულ ჩანაწერს იხილავს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ძმა ფიგურირებს, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელს, ზაზა ოქუაშვილს მსოფლიოში ცნობილი ავტომობილების ბიზნესის წილებში შესვლას სთხოვს.

ჯენერალ მოტორსის ოფიციალური დისტრიბუტორი არის ომეგა ჯგუფი, რომელსაც მანქანები რუსეთიდან შემოჰყავს. ივანიშვილს განუცხადეს, რომ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი უკვე არსებობს და ის რუსეთიდან მანქანებს ვეღარ შემოიყვანდა, ამიტომ ალექსანდრე ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს მანქანების დუბაიდან შემოყვანა შესთავაზა.

ივანიშვილი: „ტორნადო +“ იყო ჩემი ფირმა, რომლის 75 % ჩემია, ჩემი ცოლის ძმა და ქვისლი ერთად და შემდეგ არჩილის წინადადება იყო, ხომ არ დავუბრუნდეთ ძველ გზასო, „შევროლეს“ მანქანების შემყვანის წინადადება მაქვს. ახლა აგიხსნის ბატონი დავითი, ვისაც შეხება აქვს ამ „შევროლეს“ მანქანების შემოყვანის საკითხთან, აი, გვარი გამოვიყენე მხოლოდ იმისთვის, რომ შეგხვედროდი. აი, მოგიყვებიან ახლა ჩვენი ბიჭები სად ვართ ჩვენ და... რუსები იყვნენ სხვათა შორის ჩამოსული და თემა რომ განვიხილეთ, გაცილებით ძვირია იქიდან შემოყვანილი მანქანები, ვიდრე პირდაპირ დუბაიზე მიბმა და რა ვიცი, მოვნახოთ საერთო ენა.

ოქუაშვილი: მე არ ვიცოდი.

- არაფერი, აქ არის უბრალოდ ჩვენი გაცნობის თემა, მე უბრალოდ გიდი ვარ და თანამონაწილე ვარ მათი, ახალ ბიზნესს მე ვერ ვიწყებ, ჩემი გვარიდან გამომდინარე, რომელიც გარდამეცვალა, იმ დისშვილზე მქონდა გაფორმებული, ჩემი სახელი და გვარი რომ არ ყოფილიყო, ეხლა ვინაიდან მშენებლობა დავიწყე, ისევ გადმოვიფორმე, ეხლა გაჩერებულია მშენებლობა.

ჩანაწერის მეორე ნაწილში ახალი ფიგურანტი - დავით შემოდის, რომელიც ზაზა ოქუაშვილს კონკრეტულ სქემას სთავაზობს, რომელიც ბიზნესის გაყოფას ეხება.

დავითი: ჩვენ, სიმართლე გითხრათ, სამივე ბრენდის აღება გვინდოდა. ჯენერალ მოტორსში შედის ასევე „ჯიემსის“ ბრენდიც. „ჯიემსი“ გვინდოდა უფრო და „შევროლე“. მერე რომ წავიდა განხილვები, მაღალი დონის მენეჯმენტთან, შეიქმნა რეგიონული მომენტის პრობლემა. გვითხრეს რუსეთიდან, რომ აი, ჩვენ გვინდა ჩამოსვლა, ჩვენც გვყავს კანდიდატიო, მაგათ უნდოდათ აერიდებინათ რა ჩვენი თავი, ეს არა მარტო ფინანსური მომენტია, ჩვენ გვინდოდა „ჯენერალ მოტორსთან“ გვინდოდა გავლა, ამაში ამერიკის საელჩოც არის ჩართული, ჩვენი საელჩო ამერიკაში, ძაან დიდი პროექტი გვქონდა გაკეთებული და. პრაქტიკულად. ჩაიშალა ეს პროექტი იმ ადამიანის გამო, რომელმაც თქვა, რომ არა, მაინც და მაინც მე უნდა ვიყო ამ რეგიონის მმართველი.

ივანიშვილი: რუსეთის სახელი ხართ თქვენ, დუბაის სახელით არიან ესენი. ვინც თანამშრომლობს შეჯერდნენ.

მივიღოთ ჩვენი ხალისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც უკეთესი იქნება, თუ მაინც და მაინც გინდათ რუსეთიდან, არც მაგაზე მექნება პრეტენზია, გააგრძელეთ მაგრამ...

ზაზა: ჩვენ ნამდვილად გვპირდებიან ამერიკულს, მაგრამ რუსეთის გავლით.

დავითი: სათავისოდ უნდა რომ წაიღონ.

ოქუაშვილი: ვისა? რუსეთს

ივანიშვილი: გასაღების ბაზარი უნდათ. მე გამიხმო მერე ერთმა რუსმა და მითხრა, არ გაერიო, ეს ისეთი შარიანი ბიზნესიაო, თავი დაანებეო.. მე ვუთხარი ამას მე გადავწყვიტავ, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, აღარ შეგაწუხებთ, ბატონო ზაზა.

-დავითი: „კადილაკი“ თქვენ, „ჯი ემ სი“ და „შევროლეს“ ჩვენ

- ივანიშვილი: თუ თქვენ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ჩვენთვისაც და თქვენთვისაც საინტერესოდ გადაწყდება ეს საკითხი.

ოქუაშვილი: ის არ გამოვა, ხო? „კადილაკი“ რუსეთიდან იყოს და „ჯიემჯი“, ვთქვათ იქიდან?

ივანიშვილი: მოითხოვენ ერთად ამერიკელები ამას.

ჩანაწერი იხილეთ ლინკზე

წყარო rusTavi 2







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42