საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ საბერძნეთის ხელისუფლებას ერთობლივი პეტიციით მიმართა
პოლიტიკა - 20:34, 28 Sep, 2018     4228
საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ, საბერძნეთის ხელისუფლების სამივე შტოს (საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი), პირველად მიმართა ერთობლივი პეტიციით.


აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში ქართული ემიგრაციის მიერ პირველი პეტიციის შემუშავება 2018 წლის აგვისტოში, ქართული დიასპორის მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა.

პეტიციაში ყურადღება გამახვილდა საბერძნეთსა და საქართველოს შორის საუკუნეების მანძილზე, სახელმწიფო და ხალხათაშორის დონეზე არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ქართული ემიგრაციის მიერ კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საბერძნეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება.

„წლების განმავლობაში, საბერძნეთი ჩამოყალიბდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობად. საბერძნეთი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში და რეალური წვლილი შეაქვს ქართული შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების საქმეში." - აღნიშნულია მიმართვაში.

პეტიციაში ასევე საუბარია იმ მეგობრულ დამოკიდებულებაზე, რომელსაც ქართველი ემიგრანტები საბერძნეთის ხელისუფლების და ბერძნული საზოგადოების მხრიდან გრძნობენ, რის შედეგადაც მრავალი ქართველი, ბერძნული საზოგადოების ნაწილი გახდა და საშუალება მიეცა წვლილი შეიტანოს საბერძნეთის განვითარებაში.

მიმართვაში, ქართველი ემიგრანტებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც განაგრძნონ მოღვაწეობა ბერძნულ საზოგადოებაში, რათა გაიზარდოს ქართული ემიგრაციის წვლილი ბერძნული სახელმწიფოს განვითარებაში. ასევე გამოითქვა სურვილი, რომ ქართველმა ემიგრაციამ კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს საბერძნეთის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქვეყნებს შემდგომ ურთიერთდაახლოებაში. აღნიშნული დამატებით იმპულსს მისცემს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობესის გაღრმავებას.

„აღნიშნული მიმართვის შემუშავებით, საბერძნეთში ქართულმა დიასპორამ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ემიგრაციული რესურსის კონსოლიდაციისა და საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიმართულებებით" - განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეოს საქმეთა სამინისტროს, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიმართვის ავტორია საბერძნეთში მოქმედი 37 ქართული დიასპორული ორგანიზაცია და სუბიექტი, რაც ადასტურებს საბერძნეთის ქართული ემიგრაციის მტკიცე სურვილს, ერთობლივი წვლილი შეიტანოს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში, ქართველი და ბერძენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42