„მოხარული ვარ, რომ საქართველო მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომელზეც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ისაუბრეს” - ზვიად მიხანაშვილი
პოლიტიკა - 19:55, 28 Sep, 2018     589

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, ზვიად მიხანაშვილი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივაში „Good Human Rights Stories” (GHRS) საქართელოს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანის მოხვედრას ეხმაურება.

აღნიშნული ინიციატივა და მასში შემავალი ქვეყნები გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმას, მრავალი მიმართულებით მოჰყვა გარღვევა და პროგრესი.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომელზეც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ისაუბრეს. ბოლო წლების განმავლობაში ქართულ პენიტენციურ სისტემაში მრავალი მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროგრესი. რეფორმის პროცესი რთული იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ პენიტენციურ სისტემაში, ერთი მხრივ, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ, შენარჩუნებულიყო სარეჟიმო პირობები და უსაფრთხოების ნორმები. ამ ოქროს შუალედის დაცვით მიმდინარეობდა პენიტენციური სისტემის რეფორმა“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა, რომლის თქმით, რეფორმის ამოსავალი წერტილი იყო მრავალფეროვანი სოციალური პროგრამების მიწოდება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, პენიტენციური სისტემის მართვის მხრივ განსაკუთრებული როლი ითამაშა მსჯავრდებულების რისკების მიხედვით დაყოფამ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში, მსჯავრდებულებს მიეცათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება დისტანციური სწავლების გზით, ასევე პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მათ სამსახურის მოძიებაში დაეხმარებათ. ეს კი, განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკს გამორიცხავს.

ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, გაიხსნა სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება. სადაც განთავსებულები არიან დაბალი რისკის მსჯავრდებულები, რომელთაც სასჯელის მოხდამდე არაუმეტეს 1 წელი აქვთ დარჩენილი. ამ დაწესებულების მსჯავრდებულებს უქმე და სადღესასწაულო დღეებში დაწესებულების დატოვება შეუძლიათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენენ ცნობას დამსაქმებლისგან, სამუშაო განრიგიდან გამომდინარე, შეუძლიათ დაწესებულება ყოველდღიურად დატოვონ.

როგორც ზვიად მიხანაშვილმა აღნიშნა გარღვევა მოხდა პენიტენციურ ჯანდაცვაშიც.

„პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით მიმდინარეობს С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, ასევე, დაძლეულია ტუბერკულოზი. რაც არაერთხელ აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ თავის ბოლო რეპორტში დააფიქსირა, რომ საქართველოში წარმატებით ხორციელდება ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42