რუსეთის საგარეო უწყება : იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები, პროპაგანდისტული დავალებებისგან თავისუფალ დროს მაინც აცნობიერებენ რეალურ ვითარებას
პოლიტიკა - 19:29, 28 Sep, 2018     1343
გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება.

ლავროვის უწყება ბახტაძის მიერ გაჟღერებულ სამშვიდობო ინიციატივებს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის განსაზღვრულ პროპაგანდას უწოდებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაში „რუსი ოკუპანტების“ ბრალეულობას საერთოდ გამორიცხავს:

„ყურადღება ვამახვილებთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის, მამუკა ბახტაძის გამოსვლაზე, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს რაღაც „ახალი სამშვიდობო ინიციატივის“ განხორციელებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

გამოსვლამ უცნაური განცდა დატოვა. როგორც ვხედავთ, აგრძელებენ მსოფლიო თანამეგობრობის შთაგონებას რეალობისგან ძალიან შორს მდგარი წარმოდგენებით, რომ რესპუბლიკის მოსახლეობა დიდი ხნის წინ დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა „რუსი ოკუპანტები“.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები, პროპაგანდისტული დავალებებისგან თავისუფალ დროს მაინც აცნობიერებენ რეალურ ვითარებას.

თბილისის „სამშვიდობო ინიციატივების“ ბედი განისაზღვრება, არა მათზე მოსკოვის დამოკიდებულებით, არამედ მხოლოდ იმით, თუ როგორ აღიქმება ის სოხუმსა და ცხინვალში. როგორც ცნობილია, რუსეთი დიდი ხანია მოუწოდებს საქართველოს დაიწყოს უეთიერთპატივისცემაზე აგებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს თავის წინადადებებზე ესაუბრა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, სადაც განსხვავებით გაეროსგან ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები ესწრებიან. ამ დრომდე თბილისი ამ შესაძლებლობას უგულვებელყოფს.“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42