შაშკინი ზურაბიშვილს: "ევროპელობა არაა, როცა ბიზნესს ატერორებ და გაყიდული სიგარეტიდან პარტიაში თანხის ჩარიცხვას აიძულებ, როცა პოლიტპატიმრები გყავს და პრეზიდენტს მოქალაქეობას ართმევ"
პოლიტიკა - 17:58, 28 Sep, 2018     2968
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამარცხვინოს უწოდებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილმა „ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს უთხრა, როგორ არაევროპულად იქცევიან მისი ოპონენტები“.

შაშკინი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი ვირტუალურ საქართველოში ცხოვრობს და ევროპელობა ჰქონია ის, რომ მის მიერ გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე საზოგადოებამ და მათ შორის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ტაში დაუკრან.

ყოფილი მაღალჩინოსანი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს ახსენებს იმ რეალობას, რომელშიც შაშკინის შეფასებით ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველო ჩააგდო.

"სამარცხვინოა, როცა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი საუბრობს ევროპულ არჩევნებზე და ამას საუბრობს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან. სალომე ზურაბიშვილი წუხს, რომ თურმე მას არა ევროპულად ექცევიან. მგონი, ქალბატონ სალომეს ავიწყდება, რომ ევროპულ სახელმწიფოებში, ამჟამინდელი საქართველოსგან განსხვავებით, მთავარი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერს მოქალაქეობას არ ართმევენ და ყველაფერს არ აკეთებენ, რომ ეს ადამიანი ქვეყანაში არ შემოუშვან. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდის საქართველოში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ვირტუალურ საქართველოში ცხოვრობს, რეალობა კი არის ის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ციხიდან არ უშვებენ, მაშინ, როცა ყველაზე მაღალი ინსტანციის ევროპულმა სასამართლომ მისი უდანაშაულობა დაადგინა. რეალურ საქართველოში, ვირტუალურისგან განსხვავებით, სუს-ი ებრძვის ოპოზიციურ პარტიებს, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს რუსულ პროპაგანდას. რეალურ საქართველოში არჩევნებზე ადამიანების ხმებს 20 ლარად ყიდულობენ. ევროპულ ქვეყნებში ბიზნესმენებს არ აიძულებენ, ყოველი გაყიდული სიგარეტის კოლოფიდან თანხა მმართველ პარტიას გადაურიცხონ, რისი მომსწრეები ჩვენ ქართული ოცნების პირობებში სულ ახლახან გავხდით. ამ ყველაფრის ფონზე კი ძალიან ამაზრზენი და ცინიკურია, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება, რომ თურმე საქართველოში მას არაევროპულად ექცევიან. სავარაუდოდ ქალბატონ კანდიდატს ჰგონია, რომ ევროპული იქნება კამპანია, თუ მას ყველა ტაშს დაუკრავს, როცა ის იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოს განგრენაა და 2008 წელს მშვიდობიანი მოსახლეობა ცხინვალში საქართველომ დაბომბა. "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ასეთ კამპანიას ვერ ეღირსება, რადგან აფხაზეთი არ არის ჩვენი ქვეყნის განგრენა, ჩვენ ომი არ დაგვიწყია და ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი თავს დაგვესხა, ისეთი მეხუთე კოლონის მხარდაჭერით, როგორიც სალომე ზურაბიშვილია"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42