ტაქსების ლიცენზირებისა და სამეწარმეო პირების რეგისტრაციის გამო, იუსტიციის სახლი დღეს უკანასკნელ მომხმარებლამდე იმუშავებს.
იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის გივი აზაურაშვილის თქმით, 18:00 საათზე უწყების კარი არ დაიკეტება.
„დღეს რეგისტრაციის ვადა იწურება ერთი მხრივ სამეწარმეო რეესტრში იმ პირებისა, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის 381-ე დადგენილებით საშიშ და მავნე პირობებიან საქმიანობებს. დღეს ასევე სრულდება ტაქსის საქმიანობის ლიცენზირების თარიღი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ არ ექნებათ მათ ლიცენზიის აღების შესაძლებლობა. უბრალოდ, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ლიცენზიის გარეშე ტაქსის საქმიანობის წარმოება შეზღუდულია. სამწუხაროდ, დიდი რაოდენობის მოქალაქეებმა მხოლოდ უკანასკნელ დღეს მოგვმართეს. იუსტიციის სახლი მშვიდად ახორციელებს მოქალაქეების მომსახურების ყველა სერვისის გაცემას. დღეს ვმუშაობთ უკანასკნელ მომხმარებლამდე. 18:00 საათზე კარი არ იკეტება", - განაცხადა აზაურაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






