გიორგი გახარია ევროკავშირის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 17:08, 28 Sep, 2018     818

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალდანიშნულ ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა. გიორგი გახარიამ კარლ ჰარცელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომი მონიტორინგისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული ძალისხმევა უსაფრთხოების სექტორში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ვიზალიბერალიზაცია საერთო ჯამში ძალიან წარმატებულია, რაზეც მეტყველებს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობით. რა თქმა უნდა, მინისტრთან და სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ თავიდან ავიცილოთ ამ დიდი მიღწევის არასასურველი ეფექტი. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დიდი სამუშოა გასაწევი, თუმცა დასაფასებელია, საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგეგ არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით გაწეული საქმიანობა,‘’- განაცხადა კარლ ჰარცელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42