არავინ გადაჰყვება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სამარეში - ოპოზიცია რომან კაკულიას განცხადებას მორალურს უწოდებს
პოლიტიკა - 16:00, 28 Sep, 2018     2393
რომან კაკულიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც არ ისურვებდა იმ გუნდის წევრობას, სადაც ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„იბერიის“ და „ომეგას“ საქმეები ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება მიაყენეს ადამიანი კედელზე და იძულებული გახდა ყველაფერი ეთქვა და ეჩვენებინა, მაგრამ ასე რომ არ მომხდარიყო და გარიგებოდა ეს ბიზნესი და ხელისუფლება ერთმანეთს?! ეს არის მხოლოდ ზედა მხარე. ყველა სფეროში ასეა. ასეა ნავთობის იმპორტიორებთან დაკავშირებით, რომლებიც იხდიან უზარმაზარ ფულს ხელისუფლების ჩინოვნიკებისათვის. ასევეა ფარმაცევტულ ბიზნესში, ასევეა იმ მრავალმილიარდიან ტენდერებში რომლებშიც იმარჯვებენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფირმები. არავინ გადაჰყვება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სამარეში, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც შეექმნებათ დისკომფორტი და როგორც ჩანს, პირველი ნიშნები უკვე არის პარლამენტში,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრები ვარაუდობენ, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პროკურატურა გამოძიებით შედეგს ვერ დადებს.

„არ ველოდები, რომ პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას დაასრულებს და რამე შედეგს დადებს. მე მივესალმები ბატონი კაკულიას განცხადებას, რომ, თუ მან პროკურატურისგან გაიგო, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები და ეს ჩანაწერები არ არის მონტაჟი, ის მიიღებს გადაწყვეტილებას, იყოს თუ არა ამ სახელმწიფო რეკეტის მონაწილე. კი ბატონო, კაკულიას შეუძლია, დაელოდოს ოფიციალური გამოძიების შედეგებს, მაგრამ ძალიან მცირე საღი აზრია საჭირო იმისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვისმენთ, რომ დავრწმუნდეთ, რომ დიახ, „ქართული ოცნება“ ახორციელებს რეკეტს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42