"ფარისევლური მოწოდებები „ძმების“ მიმართ" - აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლას ეხმაურება
პოლიტიკა - 15:30, 28 Sep, 2018     2295
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო საგარეო სამინისტრო გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლას ეხმაურება. დე ფაქტო უწყების განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„გაეროს გენერალურ ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს“ მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი მათთან ერთადაა. „ჩვენ ვხედავთ ჩვენს მომავალს თქვენთან ერთად. თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველა ის სარგებელი, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.“- განაცხადა ბახტაძემ.

საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწია მოესმინა საქართველოს წარმომადგებლების ფარისევლური მოწოდებები „ძმების“ მიმართ, რომელთანაც თბილისი აპირებს საერთო მომავალი ააშენოს და მითიური სარგებელი გადაუნაწილოს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე მერამდენედ, საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენებით, საკუთარ თავს ატყუებენ და ცდილობენ დაარწმუნონ აუდიტორიაც და საკუთარი თავიც საქართველოსა და აფხაზეთის „საერთო მომავლის“ შესაძლებლობაში. ამავე დროს ისინი ჯიუტად არ იმჩნევენ, რომ მათი „თანამოქალაქეები“ უკვე 25 წელია სუვერებული სახელმწიფოს- აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, რომელთანაც საქართველოს არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

თუ რიტორიკას გვერდით გადავდებთ და ფაქტებს მივმართავთ, ცხადი გახდება, რომ საქართველოს ურთიერთობა „ძმებთან“ პრაქტიკაში გამოიხატება აფხაზეთის მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციაში, ჰუმანიტარული უფლებების დარღვევაში და გადაადგილებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნაში.

სწორედ ამ მიმართულებით თბილისის ქმედებებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება საერთაშორისო მედიატორებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

საქართველოში უნდა შეწყვიტონ ილუზიები, რომ საეჭვო სამშვიდობო ინიციატივებით დახმარებით შესაძლებელი იქნება განახლებული ქართული სსრ-ის შექმნა. აუცილებელია მოხდეს გაცნობიერება, რომ ისტორიის შეცვლა შეუძლებელია და დაიწყოს თავისი პოლიტიკის ჩამოყალიბება აფხაზეთის რესპუბლიკასთან, არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით.“- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42