პარლამენტის თავმჯდომარე - 6738,75 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 6403,75 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 6338,75 ლარი, უმრავლესობის ლიდერი - 538,75 ლარი, უმცირესობის ლიდერი - 5538,75 ლარი, კომიტეტის თავმჯდომარე - 5538,75 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე - 5468,75 ლარი, დროებითი კომისიის თავმჯდომარე - 4938,75 ლარი, უმრავლესობის ლიდერის მოადგილე - 4803,75 ლარი, უმცირესობის ლიდერის მოადგილე - 4803,75 ლარი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 4803, 75 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - 4738,75 ლარი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - 4738,75 ლარი, პარლამენტის წევრი - 4623,75 ლარი.
2018 წლამდე საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგო განსაზღვრული იყო 2000 ლარის ოდენობით. თუმცა, მათი თანამდებობის მიხედვით, განსაზღვრული იყო სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა და სხვა დანამატი. შედეგად, პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურება სადეპუტატო თანამდებობების მიხედვით დაახლოებით 4 600-დან 6 700 ლარამდე მერყეობდა. ახალი კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები მათი თანამდებობების მიხედვით 8-დან 10-მდე მერყეობს. შესაბამისად, ახალი კანონი იძლეოდა შესაძლებლობას, 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზრდილიყო, მაგალითად, პარლამენტის ჩვეულებრივი წევრის ანაზღაურება 4 623 ლარიდან 8 000 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის 6 738 ლარიდან 10 000 ლარამდე. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგო განისაზღვრა იმავე ოდენობით, რასაც წინა წლის განმავლობაში იღებდნენ სარგოსა და დანამატების სახით ერთად. შესაბამისად, 2018 წლიდან მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეცვლილა, თუმცა ანაზღაურების ფორმას, წინა წლებისგან განსხვავებით, წარმოადგენს მხოლოდ ყოველთვიურ სარგო.
„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ IDFI-ის არ მიაწოდა 2018 წელს პრემიერმინისტრისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის საშტატო ნუსხით განსაზღვრული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, კვლევაში ვერ იქნება წარმოდგენილი შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის გავლენის ანალიზი მთავრობის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ოდენობაზე“, - ნათქვამია კვლევის ანალიზში.
მასალის გამოყენების პირობები






