გია ვოლსკი "ომაგა ჯგუფის" საქმეს და სკანდალურ ჩანაწერებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ერთხელ და სამუდამოდ გაეცემა პასუხი აბდაუბდა და გაუგებარ ჩანაწერებეს“.
.„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ იმ კომპანიის ხელმძღვანელი გამოდის, რომელიც მიწაზე ახოხიალა „ნაციონალურმა მოძრაობამ. ერთ-ერთი მთავარი, რაც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს არის ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა ზეწოლისაგან. ხელისუფლებას იმ კომპანიის ხელისუფლება დაუპირისპირდა, რომელიც მიწაზე ახოხიალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიეცა საქმის ახლიდან დაწყების შესაძლებლობა, ისევე როგორც ბევრ სხვა ბიზნესს. ახლა ეს ორგანიზაცია უარს აცხადებს ბიუჯეტში თანხების გადახდაზე და უკვე შანტაჟზეც გადავიდა, რაღაც გაუგებარი და აბდაუბდა ჩანაწერებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






