საქართველო თავდაცვის სექტორის შიდა აუდიტის საერთაშორისო კონფერენცია პირველად მასპინძლობს
პოლიტიკა - 12:19, 28 Sep, 2018     742
საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით, საქართველო თავდაცვის სექტორის შიდა აუდიტის საერთაშორისო კონფერენციას პირველად მასპინძლობს.

ორდღიანი ფორუმი, რომელიც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში იმართება, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს თავდაცვის სისტემაში შიდა აუდიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც სამინისტროს რესურსების ეფექტიანად და პროდუქტიულად მართვაში უწყობს ხელს, ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

საერთაშორისო კონფერენციის თემაა - ღირებულება, შედეგი, გავლენა, სანდოობა და ეფექტი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ნატოს, ევროპული კომისიის, საერთაშორისო გამჭირვალობა - თავდაცვა და უსაფრთხოება და 15 ქვეყნის შიდა აუდიტის ერთეულების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. ფორუმზე წარმოდგენილები არიან ასევე, წარმომადგენლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტიდან, რომელიც საჯარო სექტორში შიდა აუდიტის რეფორმის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

ორი დღის განმავლობაში თავდაცვის სექტორის შიდა აუდიტის ფუნქციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ერთმანეთს, ინტერაქტიული სესიებისა და ღია დისკუსიების ფორმატში, სხვადასხვა ქვეყნის შიდა აუდიტის ერთეულების გამოცდილებას უზიარებენ და არსებული დინამიური გარემოს გამოწვევებსა და შესაბამის საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობენ. მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავენ, როგორებიცაა რისკის მართვის დანერგვა თავდაცვის სექტორში, მართვისა და კონტროლის შეფასების მოდელის გამოყენება, თავდაცვის სექტორში შესყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვანი რისკების, მათ შორის კორუფციული რისკების მართვა, შიდა აუდიტში ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენება და სხვა, რაც საბოლოო ჯამში კონფერენციის მონაწილე შიდა აუდიტორებს ხელს შეუწყობს დამატებითი ღირებულება შექმნან და სანდოობის გაზრდასთან ერთად თავიანთი ორგანიზაციების ეფექტიანობის ზრდაზე გავლენა მოახდინონ.

კონფერენციას საფუძველი 2017 წელს უკრაინაში ჩაეყარა. წლევანდელი კონფერენცია კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42