საქართველოს პრეზიდენტმა ბერძენი ქველმოქმედი მარიანა ვარდინოიანისი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 11:29, 28 Sep, 2018     678
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებისათვის გამართულ საზეიმო სადილზე, ღირსების ორდენით მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, იუნესკოს კეთლი ნების ელჩი და ბავშვთა ასოციაციის „ელპიდა“ დამფუძნებელი, ბერძენი ქველმოქმედი ბიზნესმენი მარიანა ვარდინოიანისი დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საბერნეთში ვიზიტისას ონკოლოგიურ ცენტრში სტუმრობა გაიხსენა, სადაც ქართველი გოგონა მოინახულა, რომელიც მკურნალობას მარიანა ვარდინოიანისის ფონდის დაფინანსებით გადიოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მარიანა ვარდინოიანისს ღირსების ორდენი ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზარდების სიცოცხლის გადარჩენისა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უანგარო სამსახურისა და ქველმოქმედებისათვის გადასცა.

თავის მხრივ ბავშვთა ფონდის „ელპიდა“ დამფუძნებელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება.

„ბატონო პრეზიდენტო დიდი პატივია ჩემთვის თქვენგან ღირსების ორდენის მიღება.

ასევე დიდი პატივია მერქვას საქართველოს მეგობარი და მოხარული ვარ თქვენი გადაწყვეტილებით. ვიღებ ამ ჯილდოს როგორც ჩემი ძალისხმევის დაფასებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი მეგობრობის სიმბოლოს. ეს არის იმ ღირებულებების გამოხატვა, რომლებსაც ჩვენ ერთად ვიზიარებთ,“-აღნიშნა მარიანა ვარდინოიანისმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42